რეტროგრადული ვენერა IV სახლში

რეტროგრადული ვენერა IV სახლში

რეტროვენერა მშვენივრად გრძნობს თავს ამ სახლში, სადაც  რეტროგრადული პროცესის სამივე ფაზაში კომფორტის  მსუყე  ულუფებით ტკბება.  მართალია, ბოლო ორი ფაზა გარკვეული ინტროვერსიისკენ უბიძგებს, მაგრამ არც  სიმყუდროვეს ურღვევს. კარგია თუ მის გვერდით საწინააღმდეგო სქესის ადამიანი აღმოჩნდება, ვისაც მიეტმასნება. მისი სიყვარულის კონცეფცია ყოველთვის  მშობლიური პროტექციის იდეას შეიცავს, რასაც შეიძლება გარეგნულად აპროტესტებდეს, მაგრამ შინაგანად აუცილებლად საჭიროებს.

ის პატარა ბავშვივით უშუალოა და თანდათანობით აღადგენს სიყვარულის იმ ფორმას, რომელიც ბავშვობაში განიცადა. ეს ადამიანი ბოლომდე ვერასდროს გაიზრდება საპირისპირო სქესის მშობლისადმი სიყვარულზე. ამრიგად, ის ყოველთვის ცდილობს წიაღში დაბრუნებას. ხანდახან მას ეშინია ადამიანების. ამიტომ, მისთვის გაცილებით რთულია გამოხატოს საკუთარი მიდრეკილებები გარესამყაროს წინაშე, ვიდრე იმ ადამიანებთან, ვისაც წლებია იცნობს.

სიყვარულის თვალსაზირისით, საკუთარ სამყაროს ერთ დიდი ოჯახად აღიქვამს _ თავის ოჯახად! ეს გრძნობა იმდენად ძლიერია, ინდივიდი ხშირად ვალდებულადაც თვლის თავს ყველა ადამიანის წინაშე, თითქოს ისინი მართლა მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ეს ქვეცნობიერი პროცესი, დროთა განმავლობაში, მძიმე უღელივით აწვება. ამიტომ, აუცილებელია შეამციროს და მკაფიოდ განსაზღვროს იმ ადამიანების რიცხვი, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობს.

ეს ადამიანი გზას კარმის მეშვეობით იკვლევს, რომლის თანახმად, ის კვლავ და კვლავ იმეორებს სიყვარულის საწყის ფაზას იქამდე, სანამ არ დარწმუნდება, რომ საკმარისად დაცულ და საიმედო სიტუაციაშია. ეს მისთვის არსებით საჭიროებს წარმოადგენს, რომ სიყვარულის გარესამყაროში გამოხატვა შეძლოს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top