აქ ინდივიდი პირადი თავისუფლების ძლიერ მოთხოვნას განიცდის და ის არავის მხრიდან არ დაუშვებს მისი პირადი სივრცის შევიწროვებას. მათი უმეტესობა ცალსახად უპირატესობას ანიჭებს სულიერ ცხოვრებას.
საზოგადოებრივი ურთიერთობების სუბიექტური თვისებებისგან იზოლირებული, ის სიმშვიდეს ეძებს საკუთარ უნარში, დისტანცირდეს მოვლენათა ეპიცენტრისგან. ეს შეიძლება გამოვლინდეს მონასტერში განმარტოვებით, მთების დალაშქვრით, ტყეში ბოდიალით.
ამ სახლში ძალიან ძლიერია სიცოცხლის, თავის ყველაზე დიდ მასშტაბში, განცდის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ინდივიდი ხშირად მსხვერპლად წირავს პირად ურთიერთობებს. ის უკიდურესად დამოუკიდებელია და ძალიან ღიზიანდება, როდესაც ვინმე ცდილობს საკუთარი სურვილების შაბლონებში მოაქციოს.
ეს ძალზედ რთული მდებარეობაა ქორწინებისა და ხანგძლივი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, რადგან ვენერასთვის თვისებრივი პერსონალური გრძნობები გადატანილია კოსმიურ მასშტაბში. ამიტომ, ინდივიდის თვითიდენტობის გრძნობა განსხვავებულია სხვა ადამიანებისგან, რომელთაც ცხოვრების გზაზე ხვდება. ის მშვენივრად ამჩნევს საერთო ცხოვრების დინების მიქცევა-მოქცევას და ზუსტად ამიტომ, ძალიან არ უყვარს მუდმივი კავშირებით თავის შეზღუდვა.
ბევრ რამეს სხვის დაუხმარებლად აკეთებს. მას უამრავი საინტერესო შეხვედრა ელის ამ ცხოვრებაში, რომელთა უმეტესობა, როგორც ჩანს, იმ ფილოსოფიას აზიარებს, რაც სრულიად უცხოა იმ იდეებისთვის, რომელზეც თვითონ გაიზარდა. მას ძალიან გაუჭირდება ამ ფილოსოფიის გაგება, რადგან მისი იდეების მოტივები საკმაოდ უჩვეულოა და მკაფიო სხვაობაშია იმასთან, რაც მის თანამედროვეებს ამოძრავებს.
ამ ადამიანს ფაქტობრივად შეუძლია არამხოლოდ სიმშვიდის იშვიათ ხარისხს მიაღწიოს ქაოსის სამყაროში, არამედ სხვებსაც მარტივად გადასცეს ეს დიდებული განცდა. არც ისე იშვიათად დაჯილდოვებულია არტისტული ნიჭით.
როგორიც არ უნდა იყოს მისი ცხოვრების სტილი, მას ყოველთვის თან სდევს კონფლიქტი: ერთის მხრივ, საზოგადოებრივ მოვლენებში ჩართულობის მოთხოვნა; მეორეს მხრივ, უამრავი მიზეზის ზუსტი ცოდნა, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს.
მას წარსულიდან ძლიერ აქვს გამჯდარი, აკეთოს მხოლოდ ის, რაც სურს და მხოლოდ მაშინ, როდესაც სურს. რამდენადაც მარტივია მასთან ურთიერთობა, იმდენად რთულია მისი დაუფლება, რადგან ამ ინდივიდში ღრმად აქვს ფესვები გადგმული თავისუფლების ინსტინქტს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”