რეტროგრადული ვენერა VI სახლში

რეტროგრადული ვენერა VI სახლში

ეს ძალზედ მერყევი მდგომარეობაა მგრძნობიარე ვენერასთვის, რადგან ინდივიდს ყოველთვის თან სდევს ვალდებულების შემზუღდველი გრძნობა. ადამიანი ხშირად განიცდის იმედგაცრუებას ურთიერთობაში, განსაკუთრებით სამსახურთან დაკავშირებულ სფეროებში. მართალია, რეტროგრადულობის სამივე ფაზა საკმაოდ რთულია, მაგრამ ინდივიდისთვის შედარებით კომფორტულია III ფაზა, როდესაც საკუთარ თავში უკეტება და ცდილობს ახსნა მოუძებნოს ყველაფერს, რასაც წარმოადგენს და რასაც უნდა წარმოადგენდეს სხვებისთვის. ეს ძლიერ ამწუხრებს მას და იმავდროულად,  სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევს. მან თავი უნდა არიდოს უკიდურესობებს გრძნობებში, რადგან ქვეცნობიერად თვლის, რომ ჩვენი სამყარო გახრწნილი და უწესრიგო ადგილია.

ის ხშირად დისტანცირდება ადამიანებისგან, რადგან ვერ ხვდება, როგორ გაუმკლავდეს არასრულყოფილებას, რომელსაც მათში ხედავს. ამ მდებარეობის ყველაზე დიდი პრობლემა  ის  არის, რომ ადამიანი მიდრეკილია გრძნობების კომპიუტერიზაციისკენ. ურთიერთობების წინასწარი პროგრამირებით, ის ცდილობს გამოთვალოს, როგორ იმუშავებს ეს ურთიერთობები. მისი ადამიანებისადმი მიდგომა მექანიკურია. ადამიანის თითოეულ აზრს თუ მოქმედებას ის განიხილავს როგორც წინასწარ გათვლილ სვლებს ჭადრაკის დაფაზე.

მან  შესაძლოა ხათრი გაუწიოს სხვებს, მაგრამ კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ეცოდინება, რომ ვალს დაუბრუნებენ. სამწუხაროდ, ის მიდრეკილია შეაფასოს ადამიანები მათი ქცვების და არა საკუთარი იდეალების მიხედვით. ამრიგად, ის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს და ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანის იდეალი, რომელსაც იცნობს, შესაძლოა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც მისი და რომ მათი უუნარობა, იცხოვრონ ამ იდეალების შესაბამისად,  მისი საკუთარი ადამიანური სისუსტეების ანარეკლს წარმოადგენს.

ეს ადამიანი თავისი ენერგიის დიდ ნაწილს საკუთარი მოთხოვნების განსაწმენდად და დასათრგუნად იყენებს. ამ შეზღუდული დაკვირვების პუნქტიდან მას საქმე აქვს საკუთარ გარემოში სრულყოფილების შექმნის კარმასთან. მან უნდა ისწავლოს, რომ სამყარო ისედაც სრულყოფილია და მას არ შეუძლია მისი გაუმჯობესება. სადღაც, მის სრულყოფილ იდეალიზმსა და სხვა ადამიანების მოთხოვნების აუღიარებლობას შორის ის წონასწორობაა, რომელიც მას ბედნიერებას მოუტანს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top