რეტროგრადული ვენერა  VII სახლში

რეტროგრადული ვენერა VII სახლში

ეს რეტროგრადული ვენერას ერთერთი  საუკეთესო მდებარეობაა. როგორც სახლის მმართველს მას შეუძლია დადებითად ზემოქმედება, თუ ინდივიდი მას საკუთარი თავის ასარეკლად გამოიყენებს, საყვარელი ადამიანის თვალების მეშვეობით. საქმე ის არის, რომ მისი საკუთარი იდეების, აზრების და გრძნობების უმეტესობა უარყოფილი იქნება და თუ ის ამას შეებრძოლება, იმის გამო, რომ ამის მიზეზებს ვერ ხვდება, ფაქტობრივად, მთელს ჰოროსკოპში დისბალანსს გამოიწვევს.

მისი განწყობა და გრძნობები გარესამყაროს ზემოქმედებით იმართება. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის  არ არსებობს  ზღვარი მის საკუთარ გრძნობებსა და იმ გრძნობებს შორის, რომელსაც სხვებისგან ისრუტავს.

როდესაც ეს ინდივიდი ერთი რეტროფაზიდან მეორეში დასრიალებს, ის  სხვადასხვა იდენტობას იღებს, რომელთაგანაც თითოეული, მართალია, მისკენ არის მიმართული, მაგრამ რეალურად არც ერთი არ წარმოდგენს მის ცენტრს. ის კარგად აცნობიერებს, რომ შეიძლება რენტგენივით გააშუქონ. ის ხშირად კარგავს თავის ბუნებრივ უშუალობას, დადებითი შეფასებების მიღების მცდელობაში.

არსებითად, ის უკიდურესი შეხედულებების მომხრეა. ერთი დღის განმავლობაში მას შეუძლია სრულიად საპირისპირო მიმართულებით „გადართოს გადაცემა“, პირდაპირი განზრახვით, გამოიწვიოს სხვების უკმაყოფილება. მისი გრძნობები ქანქარასავით მერყეობს და საით გადაიხრება, დამოკიდებულია არა თვითონ ამ ადამიანზე, არამედ სხვა ადამიანების გრძნობებზე მის მიმართ. ეს ქანქარა  ყოველთვის გაივლის მის ცენტრს, მაგრამ იშვიათად ჩერდება იქ. ადამიანი არასდროს არის ბოლომდე დარწმუნებული, როგორ გამოიყურება სხვების თვალში.

ლოგიკურია, რომ ის უკიდურესად მგრძნობიარეა საკუთარი გარემოცვის მიმართ. თავიდან მთლიანად იდღვიბება და იკარგება მათში, შემდეგ კი გაურბის, რომ საკუთარი თავი აღადგინოს. საერთოდ, მას ძალიან არ უყვარს მარტოობა. მართალია, ის  ცდილობს საკუთარი თავი გაიცნოს, მაგრამ, იმავდროულად, ყველა ღონეს იხმარს, რომ სხვებს არ მოწყდეს. ეს ინდივიდი საკუთარ თავში დაუბალანსებელი ნაწილების კარმას განიცდის, იმის მიხედვით, როგორც ხედავენ მას სხვები.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top