რეტროგრადული ვენერა (04.03.2017- 15.04.2017)

რეტროგრადული ვენერა (04.03.2017- 15.04.2017)

პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა:

ისეთი მოვლენა, როგორც პლანეტის რეტროგრადული მოძრაობაა დამახასიათებელია ყველა პლანეტისთვის გარდა მზე და მთვარისა. სინამდვილეში პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა მოჩვენებითია (ილუზიაა). როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას უწოდებენ პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას. ყველა პლანეტისთვის დამახასიათებელია რეტროგრადული მოძრაობის გარკვეული პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა არ ცვლის პლანეტების არსს, ის მიუთითებს მის განსხავებულ გავლენაზე ამ პერიოდებში. რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში პლანეტის გავლენის სფეროებში ნებისმიერ მოქმედებას უნდა უფრო მეტად დაუფიქრდეთ. 

რეტროგრადული მოძრაობა არის წარსული გზის განმეორების სიმბოლო, გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი. აგრესიული ქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები განწირულია წარუმატებლობისთვის, გეგმები ჩაიშლება ან დასრულდება არადამაკმაყოფილებელი შედეგით. პლანეტა ვენერა, მარსის, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. სატურნის და იუპიტერის რეტროგრადულობა უფრო მეტად მოქმედებს საქმიან სფეროზე, ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე გავლენას ახდენს ამინდზე და გარკვეულ ბუნებრივ მოვლენებზე, ხოლო ნეპტუნი, ურანი და პლუტონის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდები დაკავშირებულია უფრო მეტად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციების ცვლილებებთან. რეტროგრადული პლანეტების პოტენციალი რომ განვსაზღვროთ უნდა გავარკვიოთ პლანეტების არსში.

 ძირითადი თემები: პარტნიორული და სოციალური ურთიერთობები, სტილი, სილამაზე, ფინანსები. 

 რა არ არის რეკომენდირებული რეტროგრადული ვენერის პერიოდში:

შეიძლება იგრძნოთ რადიკალური ცვლილებების მოთხოვნილება, შეგეცვალოთ გემოვნება, იგრძნოთ გაუცხოება საყვარელ ადამიანთან და გაგიჩნდეთ სიმპათია სხვა ადამიანის მიმართ, თუმცა არ არის საჭირო ამ ყველაფერს სერიოზული გაგრძელება მისცეთ. უმჯობესია თუ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს შეიკავებთ ვენერის რეტროგრადული პერიოდის გასვლამდე. რადგან ამ პერიოდში რთულია ობიექტურად შეაფასოთ ურთიერთობებში არსებული პრობლემები და დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა.

ვენერას რეტროგრადულობა უარყოფითად აისახება ტაქტის გრძნობაზე, დიპლომატიურ მიდგომაზე, რის გამოც წვრილმანი კამათი შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. უფრო დაუფიქრდით თქვენ ქმედებებს და მეტად გააკონტროლეთ სიტყვები.

ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული ქორწინება ან ნიშნობა. როცა მოხდება ვენერას მოძრაობის გასწორება, შეიძლება სიტუაცია განსხვავებულად აღიქვათ და ინანოთ საკუთარი გადაწყვეტილება. რეტროგრადულ პერიოდში შექმნილი ოჯახი მეტყველებს იმაზე რომ წყვილი ჯერ საკმარისად ვერ მომმწიფდა ამ ურთიერთობებისთვის, რეალურად არ არიან მზად ერთად ყოფნისთვის და გადაწყვეტილება იმპულსურად და ნაჩქარევად არის მიღებული.

არასასურველია ახალი ურთიერთობების წამოწყება, ნაცნობობა. თუ შეხვედრა მაინც შედგა, არ არის სასურველი შორსმიმავალი გეგმების დაწყობა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება პირად ცხოვრებაში. უმჯობესია მოიცადოთ ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დასრულებამდე. 

იგივე ეხება იმიჯის მკვეთრ ცვლილებებს, სახლის მოწყობას, რემონტს და სხვა. როცა ვენერა რეტროგრადულია კარგია ამაზე დაფიქრება და ყველაფრის დაგეგმვა, ხოლო მოქმედება ჯობია ვენერის მოძრაობის გასწორებამდე გადადოთ.

კარგია თუ თავს შეიკავებთ მსხვილი შენაძენისგან ან სხვა კაპიტალდაბანდებებისგან – მომავალში დიდია იმედგაცრუების ალბათობა. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მოერიდეთ ვალის აღებას ან გაცემას.

შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ შთაგონების ნაკლებობა, გაუჩნდეთ დაბალი თვითშეფასება და პესიმიზმი. არ არის საჭირო საკუთარი თავის გაკიცხვა მსგავსი განწყობისთვის, უმოქმედობისთვის ან იძულებით ჩაერთოთ შემოქმედებით პროცესში. უკეთესია თუ აიღებთ პაუზას, დაისვენებთ, დახვეწთ ძველ ნამუშევრებს, მოიყვანთ წესრიგში სამუშაო გარემოს, გადაახალისებთ შემოქმედებით იდეებს.

ეს არც ისე ხელსაყრელი პერიოდია გასართობი ღონისძიებებისა და დღესასწაულების მოსაწყობად, საყიდლებისთვის.

რეტროგრადული ვენერის პერიოდში არ არის რეკომენდირებული:

  • ახალი რომანტიული ნაცნობობის დაწყება.
  • ქორწინების რეგისტრაცია ან ნიშნობა.
  • სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება პირად ცხოვრებაში – ახალი ნაცნობობიდან დაწყებული, ძველი სასიყვარულო ურთიერთობების დასრულებით დამთავრებული.
  • იმიჯის, ვარცხნილობის და ზოგადად სტილის შეცვლა.
  • კოსმეტიკური პროცედურების ციკლის დაწყება.
  • პლასტიკური ოპერაციების გაკეთება და გარეგნობის კორექცია.
  • ყველანაირი შენაძენის გაკეთება რომელიც ვენერის სფეროებს განეკუთვნება – ტანსაცმელი, სამკაულები, ძვირფასი ნივთები, ფუფუნების საგნები, ხელოვნების ნიმუშები, ავეჯი, ინტერიერის საგნები – არასასურველია ძვირფასი შენაძენის გაკეთება ზოგადად.
  • ინტერიერის დიზაინის შეცვლა, ავეჯის განახლება და ა.შ
  • თანამშრომლობაზე ხელშეკრულებების გაფორმება.
  • სერიოზული კაპიტალდაბანდებების გაკეთება, გარიგებების დადება, ფინანსური ოპერაციები – სასურველია მაქსიმალურად თავი შეიკავოთ.
  • არასასურველია ვალის აღება ან გაცემა.
  • უძრავი ქონების შეძენა.
  • ფირმის რეგისტრაცია, განსაკუთრებით თუ საქმიანობა დაკავშირებულია ვენერის სფეროებთან – ნებისმიერ შემთხვევაში ამ პერიოდში რეგისტრირებულ ფირმას დიდი ალბათობით მუდმივად ექნება ფინანსური პრობლემები.
  • თუ მოღვაწეობთ სილამაზის ინდუსტრიაში, არ წამოიწყოთ ახალი პროექტები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები – მოდების ჩვენება, ახალი კოსმეტიკური ტექნოლოგიების დანერგვა, სალონების გახსნა და სხვა.
  • არასასურველია დიზაინის და მოდელიორის კურსებზე სწავლის დაწყება.
  • გამოფენების, შემოქმედებითი საღამოების, გრანდიოზული წვეულებებისა და დღესასწაულების ჩატარება.
  • არ არის სასურველი სასამართლო გარჩევების წამოწყება.
  • არარეკომენდირებულია ახალი პროდუქციის პრეზენტაცია, რეკლამირება ან სიტყვით გამოსვლა პუბლიკის წინაშე .

რისი გაკეთებაა რეკომენდირებული რეტროგრადული ვენერის პერიოდში:

ვენერის რეტროგრადული მოძრაობა განსაკუთრებით ამძაფრებს სურვილის შეიცვალოთ იმიჯი, განაახლოთ გარდერობი, შეიცვალოთ ვარცხნილობა და გარეგნობა, წამოიწყოთ რემონტი და სხვა. ხშირად თავს იჩენს პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში.

ამ პერიოდში არ არის სასურველი იმიჯის შეცვლა, რადგან რეტროგრადული ვენერის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ჩვენი ჩვეული სტილისა და გემოვნებისგან, ამიტომ მომავალში შეიძლება უკმაყოფილო დავრჩეთ საკუთარი არჩევანით. სამაგიეროდ ეს პერიოდი კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, სხეულის მოვლისთვის, მსუბუქი კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად . კარგ შედეგს გამოიღებს სხეულის გაწმენდა, ჯანსაღი კვება. კარგია წონის კორექცია, დიეტის დაწყება, მასაჟის პროცედურები, სპორტულ დარბაზში სიარული. მოკლედ ყველა იმ პროცედურის ჩასატარებლად რაც ხელს უწყობს გარეგნობის გაუმჯობესებას და აქამდე გადადებული გვქონდა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას – გეძლევათ შანსი შეიტანოთ გარკვეული კორექტივები და მოაგვაროთ ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან .

ეს პერიოდი ხელს უწყობს როგორც უკვე დასრულებულ ურთიერთობებში საბოლოო წერტილის დასმას, ასევე შეწყვეტილი ურთიერთობების განახლებას და შერიგებას საყვარელ ადამიანთან.

რეტროგრადული ვენერის გავლენა განაპირობებს იმას, რომ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები ჩვენი წარსულიდან.

კარგია თუ გადახედავთ საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას და სამომავლო გეგმებს. ეს პერიოდი გასწავლით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ფულის ხარჯვას.

კარგია სახლის საფუძვლიანი დალაგება, ძველი უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება. არის ალბათობა იპოვნოთ დაკარგული ძვირფასი ნივთები. შეიძლება გეწვევიოთ ახალი იდეები სახლის უფრო მყუდროდ მოწყობასა და მის გაფორმებასთან დაკავშირებით.

 რეტროგრადული ვენერის პერიოდში რეკომენდირებულია:

  •  დაუბრუნდეთ მიტოვებულ შემოქმედებით გეგმებს.
  •  გადააფასოთ თქვენი დამოკიდებულება პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ.
  •  კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი გარდერობი და მოიცილოთ უსარგებლო ნივთები.
  •  აღადგინოთ წარსული სასიყვარულო ან პარტნიორული ურთიერთობები.
  •  მეტი ყურადრება დაუთმოთ საყვარელ და ახლობელ ადამიანებს.
  •  მოაწესრიგოთ ფინანსური საკითხები.
  •  მოძებნოთ დაკარგული ძვირფასი ნივთები.
  •  განაახლოთ მიტოვებული კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

რეტროგრადული ვენერის პერიოდებია 21.12.2013-31.01.2014 ; 25.07.2015- 06.09.2015; 04.03.2017 -15.04.2017; 05.10.2018-16.11.2018; 13.05.2020-25.06.2020;

მომზადებულია ტ. კულინიჩ და ა ნოვიკოვას მიხედვით.

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top