აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში, სადაც აგრძელებს ბავშვობის დროინდელი თვისებების გაფართოვების მცდელობას. ის საკმაოდ მიამიტია და თავი უბრალო ადამიანად მიაჩნია. მას არაერთი პრობლემა წარმოექმნება ზრდასრულ ცხოვრებში, რადგან აწმყო დრო იმ პერიოდთან აშორებს, რომელშიც იმაზე გაცილებით დიდ თავისუფლებას გრძნობდა, ვიდრე მიმდინარე რეალობაში. ჭეშმარიტების მისეული კონცეფცია ყოველთვის უფრო ემოციურია, ვიდრე მენტალური. ამიტომ, ის არც ისე დადებითად რეაგირებს გონებაზე. ამის ნაცვლად, ის ცდილობს განავითაროს ემოციური ცნობიერება, რაც კიდევ ერთ ძლიერ აქცენტს სვამს მის ბავშვურ თვისებებზე.
ზრდასრულ ცხოვრებაში არსებობს იუპიტერის ექსპანსიური თვისებების წარსული გამოცდილების ჩარჩოებით შეზღუვის ტენდენცია. როდესაც პლანეტის ენერგია გავრცელებას ცდილობს, ინდივიდი კირჩხიბისეულ ბარიერის შექმნის მოთხოვნას გრძნობს. რეტროგრადული მოძრაობა კი მთელ ამ კონფლიქტს არამხოლოდ შიგნით, არამედ უკან, წარსულისკენ მიმართავს. ამრიგად, ადამიანი ერთდროულად განიცდის ემოციურ და მენტალურ კონფლიქტებს. მისი მოგონებები ხშირად გადაჭარბებულია, რადგან ის ცდილობს გამოასწოროს წარსულის ყველა ის სიტუაცია, სადაც ბოლომდე თვითგამოხატვა ვერ მოახერხა. ის მიდრეკილია, გაიმეოროს წარსულის გამოცდილება, თითქოს მხოლოდ განმეორება შესძენს მას მეტ თავდაჯერებას და სისწორეს, იმასთან დაკავშირებით, როგორ ეჭირა თავი წარსულში.
მთელი მისი წარმოდგენები წარსულზე ახლა უმაღლესი გონების შემოწმებას ექვემდებარება, რადგან ახლა მან ეს ყველაფერი ემოციურ დონეზე უნდა განიცადოს. ამრიგად, მან უნდა ირწმუნოს საკუთარი ჭეშმარიტებები და მხოლოდ საკუთარი რწმენის შესაბამისად მოქცევა.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”