რეტროგრადული იუპიტერი კუროში

რეტროგრადული იუპიტერი კუროში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში, როდესაც შეუძლია გადახედოს ყველა იმ გამოცდილებას, რაც ცხოვრებაში დაუგროვდა.  მისი ენერგიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია იმ დადგენილებაზე, რომ ის ყოველთვის მართალია.  როგორც ჩანს, ამის გამო, მას უჭირს სხვების აზროვნების მეთოდებზე მორგება. ის მუდმივად ამართლებს საკუთარ ქცევებს, ყოველთვის თავის ფილოსოფიას ებღაუჭება და ჯიუტად აქვს დაჟინებული საკუთარი წარსულის კონცეფციები.

ძალიან ხშირად მას იტაცებს მიმდინარე დროში მივიწყებული ხელოვნებები, მაგალითად: მეთუნუქეობა, მეწაღეობა, წიგნების აკინძვა.

გარშემომყოფები მას პრობლემატურ პიროვნებად მიიჩნევენ, იმ თვალსაზრისით, რომ ის მუდამ ირეალურ მოლოდინებშია. მისთვის ძალიან მნიშნველოვანია საკუთარი გავლენის შეგრძნება და ამიტომ,  ხშირად იტყუებს თავს, იმ  ილუზიის შესანარჩუნებლად, რომ გარემოებებს აკონტროლებს. ამრიგად, ის ცხოვრობს სამყაროში, რომელიც საკუთარი თავის შიგნით განათავსა. შედეგად, ის იმ ილუზიის მსხვერპლი ხდება, რომ, საკუთარი თავის კონტროლით, სხვებს აკონტროლებს. ამიტომ, როდესაც სხვების განსჯით არის დაკავებული, რეალურად ის საკუთარ თავს განსჯის.

ის ძლიერ უკმაყოფილებას განიცდის მატერიალური სამყაროსგან, რადგან მისი მოლოდინი  გაცილებით დიდია, ვიდრე რეალურად იღებს. ძალიან ხშირად საკუთარ მიღწევებს სხვების მიღწევებს ადარებს და სწორედ ამის გამო, მისთვის არც ისე მარტივია საკუთარი ადგილის პოვნა მზისქვეშეთში. ის მნიშვნელოვნად შეიმსუბუქებდა კარმას, თუ მიხვდება, რომ ყველაზე დიდი ჭეშმარიტებები მასთან მოვლენების ბუნებრივი განვითარების შედეგად მივა, როდესაც ის, სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ტყავიდან ამოძვრომას არ ცდილობს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top