რეტროგრადული იუპიტერი ლომში

რეტროგრადული იუპიტერი ლომში

ამ მდებარეობისთვის ყველაზე კომფორტულია I ფაზა, როდესაც ინდივიდი საკუთარ  ცხოვრებისეულ გემოვნებას გულანთებული შთააგონებს  სხვებს. თუმცა, იმავდროულად, კეთილისმყოფელი ცხოვრების მცდელობისას, არსებობს მათრობელ  მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხეც. ხშირად ის საკმაოდ უხეშია სხვების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურს, მოუსმინონ  და ამის გამო, ხშირად აწყვეტინებს თანამოსაუბრეებს. თუმცა, მთლიანობაში, იუპიტერის ეს მდებარეობა ერთგვარ ღირსებას გულისხმობს, რაც ინდივიდმა წინა ინკარნაციებში რაიმე დიადი იდეის ან პრინციპის მხარდაჭერის შედეგად განივითარა.

მას მოსწონს იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი, რასაც  ცხოვრებაში აკეთებს, პროგრესის სიმბოლოა. არსებითად, ის აგრძელებს თვითექპანსიას, რომ გაზარდოს ყველაფრის რაოდენობა, რასაც, მისი აზრით, ამ ცხოვრებაში აზრი აქვს. ის მიიზიდება ყველაფრის მიმართ, რაც ამ ცხოვრებაში თვალსაჩინო ჯილდოს იძლევა. ვინაიდან უკიდურესად დამოუკიდებელია, მას ძალიან არ უყვარს სხვების რჩევები, თუმცა მაინც ისმენს და იმახსოვრებს. ის მხოლოდ მომავალში აღმოაჩენს იმ ჭეშმარიტებებს, რაც სხვებისგან მოისმინა.

ამ მდებარეობის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე ის სულსწრაფობაა, რომლითაც ინდივიდი I ფაზაში ნაჩქარევი დასკვნები გამოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ  მოგვიანებით უკან დაბრუნება და თავიდან გადაფასება მოუწევს. ეს იმის გამო ხდება, რომ ლომის პერსონალური ბუნება ხშირად ბლოკავს იუპიტერის უზენაესი გონების მიუკერძოებელ ცნობიერებას. ამიტომ, ასეთ ადამიანს გაცილებით ნაკლები კონტაქტშია თავის ჭეშმარიტ ბუნებასთან, ვიდრე თავად მას მიაჩნია. მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია და შეხედულებები, როგორც ჩანს, მკაფიოდ განსხვავდება გარშემომყოფთა შეხედულებებისგან და მისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ  ცნებები შეიძლება განსხვავდებოდეს და იმავდროულად არ იყოფოდეს „ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად“. როდესაც ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია გაფუებული ეგო დაპატარავებას იწყებს, ინდივიდს შეუძლია განიცადოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კოსმიური ხედვა სამყაროზე.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 


About Qet

Scroll To Top