რეტროგრადული იუპიტერი მერწყულში

რეტროგრადული იუპიტერი მერწყულში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს  I ფაზაში, როდესაც მომავლის განცდისკენ ისწრაფვის. მას სურს გაიგოს ყველაფერი, რაც ტრადიციულ საზოგადოებას ჯერ არ გამოუკვლევია. ეს ძალზედ შფოთიანი პოზიციაა, რადგან ინდივიდს სურს ყველა გზა ერთად გაიაროს, რომელსაც თვალწინ ხედავს. ის იდეალისტი მკვლევარია და უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც  შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის ევოლუციაში.

ეს საკმაოდ რთული მდებარეობაა ქორწინებისთვის, რადგან ადამიანი თავისუფლებას აბსოლუტურ საჭიროებად განიხილავს, თუმცა რეალურად მას მენტალური და არა ფიზიკური თავისუფლება სჭირდება.  თავისუფლებისკენ ბიძგი კი არა დღევანდელი ცხოვრებისგან, არამედ წარსულ ცხოვრებაში განვითარებული ინსტინქტიდან მომდინარეობს, გადააბიჯოს მენტალურ და სულიერ საზღვრებს.  მას უყვარს აღფრთოვანების განცდა და მართალია, ყველას დახმარება სწადია, მაგრამ, იმავდროულად, ყველას ხელს ჰკრავს, ვინც მის გაგრილებას ან გადარწმუნებას შეეცდება.

ამ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი ცხოვრების მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმართვა. ის გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც მისი მიზნები მუდმივად იცვლება. მისი კარმა  წარსულის სიბრძნის მომავალ გამოცდილებაში ნაყოფიერად გამოყენებას გულისხმობს. ამისთვის, ის ბევრს იმოგზაურებს და უამრავ ხალხს გაიცნობს საზოგადოების ყველა ფენიდან, რომ რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს თავისი ცოდნა. შესაბამისად, ეს მდებარეობა გაცემას უფრო უკავშირდება, ვიდრე მიღებას, რადგან ადამიანი ცოდნის გაზიარებაზე უფრო მოწადინებულია. ზოგიერთ შემთხვევაში დამახასიათებელია კლაუსტროფობია, რადგან ის მთელი ძალისხმევით ცდილობს განთავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც მახეში გაბმის სიმბოლოა.

პოზიტიური მხრიდან, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობაა უმაღლესი ცოდნის საძიებლად.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top