რეტროგრადული იუპიტერი მორიელში

რეტროგრადული იუპიტერი მორიელში

აქ რეტროგრადული იუპიტერი  დიდ დროს ატარებს I ფაზაში, რადგან ინდივიდი ცდილობს ადამიანებს გადასცეს ის, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნია. თუმცა ეს ერთადერთი ნიშანია, სადაც ის აცნობიერებს, რომ ის, რის ჭეშმარიტებაშიც თავად დარწმუნდა, სულაც არ წარმოადგენს სრულ ჭეშმარიტებას. ამრიგად, ის შეიძლება პროეცირებდეს იმას, რაც გარეგნულად დასრულებულ ჭეშმარიტებად მიაჩნია, მაგრამ, იმავდროულად, უფრო სიღრმისეულ დონეზე ხვდება, რომ ეს ასე არ არის.

მას ამ ცხოვრებაში ღირსებისთვის ბრძოლის კარმა  შემოაქვს და როდესაც მას განიცდის, სხვებისთვის ღირსების საზომი ხდება. მას შეუძლია გამოავლინოს ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი თვისებები, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში, თანაც ერთდროულად.  სწორედ ეს უბიძგებს პარადოქსულობისკენ: მას ხან სწორად უგებენ, ხან არასწორად; ხან პატივს მიაგებენ, ხანაც ამცირებენ; ხან უყვართ და ხანაც სძულთ იმ  ყველაფრისთვის, რასაც სხვებს უკეთებს.

მისი ცხოვრება მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესია, რადგან ყოველი ახალი დღე ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს ბრძოლისთვის, რაც თავის უმდაბლეს „მეზე“ ამაღლებაში ეხმარება, რომელსაც ახლაღა ხედავს, მაგრამ რომელიც ჯერ კიდევ წარსულ ცხოვრებასთან აკავშირებს.

ვინაიდან ის უკიდურეს შეხედულებებს იზიარებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინდვიდი ცასა და ქვესკნელს შორის არის გამოკიდებული. მისი იდეალები, როგორც წესი, ძალზედ ამაღლებულია, მაგრამ ცხოვრების პირველ ნახევარში, მას ძალიან უჭირს თავისი უმაღლესი გონების განცალკევება იმ ინტესნიური სექსუალური აღტკინებისგან, რომელიც ამ ცხოვრებაში შემოაქვს.

ნებისმიერ დონეზე ის შებოჭილი უნდა იყოს, რადგან ის სიღრმეები, რომლისკენაც ინდივიდი ისწრაფვის, როგორც წესი, მარტოობის მეშვეობით მიიღწევა, რაც გარეშემოყმოფების მხრიდან ხშირად არასწორად არის გაგებული. მას უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ გამოიკვლიოს სამყაროს უცნობი სივრცეები, რომელიც მას შეუსვენებლივ უხმობენ.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top