რეტროგრადული იუპიტერი ტყუპებში

რეტროგრადული იუპიტერი ტყუპებში

ეს ერთ-ერთი ურთულესი მდებარეობაა რეტროგრადული იუპიტერისთვის, რადგან ინდივიდი, არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო  ცხოვრების შემდეგ, სწავლობს უმდაბლესი და უმაღლესი გონებების შერწყმას. ის მიჩვეულია საკუთარი ცხოვრებისეული ფილოსოფიის დაფუძნებას სხვა ადამიანების იდეებზე.  ამიტომ, ქვეცნობიერად მან ისწავლა თავისივე ჭშმარიტებებისგან გამოცალკევება, მაგრამ, იმავდროულად, მისი ფილოსოფიური ფასეულობები და იდეები კვლავ ძლიერ გავლენას განიცდის ყველაფრისგან, რაც გარს აკრავს. ის შთანთქავს სხვადასხვა ადამიანის იდეებს, ისე რომ ძალიან ცუდად ესმის, რა წარმოადგენს ჭეშმარიტებას კონკრეტულად მისთვის.

I ფაზაში ის უამრავ ინფორმაციას გასცემს, დეზინფორმაციასთან ერთად, რადგან მათ დასახარისხებლად საკმარისი დრო არ აქვს.

ამ ცხოვრებაში მან უნდა ისწავლოს საკუთარი იდეებისა და მისწრაფებების ფოკუსირება. ამისთვის, ის უნდა დააკვირდეს, როგორ ახერხებენ ამას სხვები. ის მართლაც ხშირად ხდება ასეთი „დამკვირვებელი“, თუმცა ამას  მისთვის იმედგაცრუება მოაქვს, სანამ არ ისწავლის ცხოვრების პრაქტიკულად აღქმას, რათა გაარჩიოს სხვებისგან გამოხატული რომელი ჭეშმარიტებები უნდა მიიღოს და რომელი უნდა უკუაგდოს, როგორც კონკრეტულად მისთვის მიუღებელი. უპირველეს ყოვლისა, ის ტოლერანტულად უნდა მოეპყროს სხვების იდეებს და არ აიძულოს სხვები, იფიქრონ მასსავით. მისი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საკუთარი შეხედულებები ყველაზე სწორად მიაჩნია და ყველას თავს ახვევს, ვისაც ასწავლის.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 


About Qet

Scroll To Top