რეტროგრადული იუპიტერი ქალწულში

რეტროგრადული იუპიტერი ქალწულში

ამ მდებარეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა პერსპექტივის უქონლობაა. ძალიან ბევრ ჰიპოქონდრიკს ჰყავს რეტროგრადული იუპიტერი ქალწულში. აქ ერთგვარი კონფლიქტია უმაღლესი გონების შინაგან ცნობიერებას (რაც წინა ინკარნაციებში დააგროვა) და მიწიერი რეალობის დღევანდელი ცხოვრების შემეცნებას შორის. ადამიანი მიდრეკილია „გამოიკეტოს ყუთში“, რითაც საკუთარ თავს მთლიანი სურათის აღქმის საშუალებას ართმევს. ამიტომ, ის მთელის მხოლოდ ნაწილებს ხედავს და მათ  მთლიანობას უწოდებს.

ადამიანებთან ურთიერთობაში, ის უფრო გაურბის სიახლოვეს, ვიდრე იუპიტერის სითბოს ეძებს. მისი იდეალიზმი იმდენად მაღალია, სხვა ადამიანები უბრალოდ ვერ გაამართლებენ მის მოლოდინებს. ცხოვრებაში მრავალ ამაღლებულ იდეალს ატარებს, რაც მის მოლოდინებს აბსტრაქტული კრიტალიზაციის ფორმას აძლევს. ამის შედეგად, ის ძალზედ მკაცრად განსჯის არამარტო სხვებს, საკუთარ თავს. ის თავს ცხოვრების მდაბიო ასპექტებზე მაღლა აყენებს და ამიტომ, ქედმაღალ ეგოს ავითარებს. სუფთა იდეალების გამო, საკუთარი თავი სულიერად სხვებზე უფრო განვითარებულად მიაჩნია. ზუსტად აქ ამწყვდეს თავს გალიაში, როდესაც თავის ადამიანურ მოთხოვნებს ებრძვის და რეალური არსებობისგან იზოლირდება.

წარსულ ინკარნაციებში ის საკუთარი თავით მანიპულირებდა, რის გამო  ირეალური შეხედულბათა სისტემა ჩამოუყალიბდა, რომლის თანახმადაც ახლა ცხოვრებას ცდილობს.  ის კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც შეწყვეტს იმ ყველაფრის სიმბოლიზებას, რასაც, როგორც  მიაჩნია, კაცობრიობა საკუთარ თავისგან ელოდება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია” 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top