აქ იუპიტერი თავის მშობლიურ სახლში იმყოფება. ამიტომ, ინდივიდი თანაბრად კომფორტულად ფუნქციონირებს სამივე ფაზაში. იმავდროულად, მისი ცხოვრება შესამჩნევ უხერხულობას უქმნის მის ახლობლებს. IX სახლი მარტოხელა ცხოვრების სახლია, იუპიტერის თავისუფლებისადმი ბუნებრივი სწრაფვისას, ეს მდებარეობა კიდევ უფრო ართულებს ნებისმიერი ტიპის ხანგრძლივ ურთიერთობას. არსებობს ადამიანებისგან გარიდების ტენდენციაც, რადგან ინდივიდს სულ უფრო და უფრო სურს განიცადოს თავისი ბუნებრივი გარემოცვა, რის გამოც თავიდან იშორებს ყველა იმ სირთულეს, რაც მისდამი სოციალური მოლოდინების გასამრთლებლად არის საჭირო.
ის დიდ სირთულეებს განიცდის, როდესაც ცდილობს საკუთარი ცოდნა სიტყვებზე „გადათარგმნოს“. მას შეუძლია გაუგოს თავის უზენაეს გონებას, მაგრამ ყოველთვის არ სწამს, რომ ამის სხვებისთვის გადაცემაც შეუძლია.
ის დიდ სირთულეებს აწყდება, როდესაც მიწიერ სიტუაციებსა და გარემოებებს განიცდის. ადამიანებთან ურთიერთობაში, მან იცის ის, რის დამტკიცებასაც აპირებს, მაგრამ ასე არ მოიქცევა, სანამ არ დარწმუნდება, რომ თანამოსაუბრე გაიგებს იმ ენას, რომელსაც ის იყენებს.
მას ძალიან უყვარს გადაადგილება და პირიქით, ვერ იტანს ერთ ადგილზე დიდხანს შეყოვნებას. არსებითად, ის ძალიან ჰგავს მხედარს, რომელიც უსასრულოდ დააჭენებს თავის ბედაურს ყველა კუთხე-კუნჭულში, რომ შეამოწომოს ყველა ის ცოდნა, რომელიც წარსული ინკარნაციების გამოცილებიდან მიიღო. შემდეგ კი არსებულ გარემოებებს აანალიზებს.
ამ მდებარეობის არაერთ ადამიანს „ღმერთის“ ძალზედ განვითარებული გაგება აქვს. ზოგიერთი მათგანი, ვინც თავს ნაკლებ რელიგიურად მიიჩნევს, ამ გაგების გამოხატვას იმის ახსნით ცდილობენ, როგორ მუშაობს სამყაროს მექანიზმი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა, მიმდინარე ცხოვრებაში, მაშინ მოხდება, როდესაც ინდივიდი გაიგებს, რომ გარესამყარო ძალიან ჰგავს ბაბილონის გოდოლს. ადამიანებს არ ძალუძთ ერთმანეთთან სრულფასოვანი კომუნიკაცია, რადგან უმარტივესი სიტყვების განსხვავებული კონცეპტუალური გაგება აქვთ. ამ მდებარეობის ინდივიდს ყველაზე კარგად ესმის, რომ ადამიანებს შორის არსებული კომუნიკაცია გაცილებით დაბალ დონეზეა, ვიდრე შეიძლებოდა იდეალურ ვარიანტში ყოფილიყო. ის არაერთ ხარვეზს გრძნობს აზროვნების უწყვეტ დინებაში, რაც ენობრივი ბარიერით არის განპირობებული.
კარმულად, ინდივიდმა უნდა შეიგნოს, რომ მან მხოლოდ მაშინ და იქ უნდა ასწავლოს, როდესაც და სადაც სთხოვენ, და არასდროს მოახვიოს თავისი აზრები მათ, ვინც მის ბუნებრივ სიბრძნეს ვერ გაიგებს.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”