რეტროგრადული იუპიტერი VII სახლში

რეტროგრადული იუპიტერი VII სახლში

რეტროგრადული იუპიტერის ეს მდებარეობა ინდივიდს აიძულებს ბევრი დრო დახარჯოს საკუთარი თავის სხვისი თვალით აღქმაზე. შედეგად, ასეთი ადამიანი  მიდრეკილია სხვებს აამოს, თუმცა ყოველთვის ვერ ხვდება, რა უბიძგებს ამისკენ. ის ძალისხმევას არ იშურებს, რომ მათი პატივისცემა დაიმსახუროს, ვისითაც აღფრთოვანებულია, თუმცა მთელი მისი მცედლობების მიუხედავად, მშვენივრად ხვდება, რომ ყველას ვერ მოეწონება.

წარსულ ინკარნაციებში ის მიეჩვია ისეთი მოვლენების მხარდაჭერას, რითაც, როგორც ჰგონია, ყველა უნდა აღფთოვანებულიყო. ახლა, ის ხშირად გრძნობს, რომ მისი თავისუფლების განცდა სხვა ადამიანების იდეალებზეა დამოკიდებული. ის სწორად ვერ იგებს ყველაფერს, რაც ცხოვრებაზე იცის. როდესაც ინდივიდი  სხვების აზრების ამოკითხვას ცდილობს, რომ საკუთარი ჭეშმარიტებები ამოიცნოს, სწორი პასუხები თითქოს გვერდს უვლის და მის მიღმა მიფრინავს. ეს ადამიანი პრინციპის გამო უფრო კამათობს, ვიდრე გამარჯვებისთვის. ამრიგად, ის შესაძლოა უზომოდ სამართლიანი იყოს.

ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდეებს, რომელსაც სხვების წარმოუდგენენ. საინტერესო ის არის, რომ ის მუდმივად ისეთ ადამიანებს ხვდება, ვისი პოზიციებიც, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, სრულ წინააღმდეგობაშია მის საკუთარ პოზიციებთან.

კარმულად, ამ ინდივიდმა უნდა ისწავლოს, რომ სწორისა და არასწორის გარჩევა, ასე ვთქვათ,  მაყურებლის თავში მდებარეობს. მაშინ  გააცნობიერებს, რამდენად უნაყოფოა სხვების შეხედულებების შეფასება ან მათ მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება.

ქორწინებაშიც ასევე გადაჭარბებულად სამართლიან და კეთილშობილ პარტნიორს იზიდავს. ამიტომ, ის სწავლობს ჭეშმარიტების ბუნების შეფასებას ერთდროულად რამდენიმე დონეზე.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top