ამ მდებარეობის ინდივიდმა კარგად იცის სხვა ადამიანების ფასი. ხანდახან ის ცდილობს გასცეს, მაშინ როდესაც უნდა მიიღოს. სექსუალურად ძალიან მოუსვენარია. ყოველთვის ცდილობს მიიღოს რაც შეიძლება მეტი სექსუალური გამოცდილება, მაგრამ მისი მოთხოვნები, რომელსაც თავად ინდივიდი ფიზიკურად თვლის, აშკარად მენტალური ხასიათისაა. მას ძალიან მოსწონს სხვა ადამიანების გარდასახვა, რადგან წარსული ინკარნაციებიდან მიღებული ცოდნა აიძულებს ირწმუნოს, რომ საკმარის სიბრძნეს ფლობს ამის გასაკეთებლად. მას ძალიან აინტერესებს, რა იმალება სხვა ადამიანების გარეგნობის მიღმა, თუმცა თავად არც ისე დიდი ხალისით წარმოჩენს საკუთარ შეფერილობებს. ამ მდებარეობაში მოცემულია ბუნებრივი კონფლიქტი, რადგან იუპიტერის ექსპანსიურობა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ჰარმონიულად მიესადაგება ამ სახლის საიდუმლობების მოთხოვნას.
კომერციულ საქმიანობებში ეს ადამიანი საკუთარი თავისთვის უნდა მუშაობდეს. მისი ძლიერი ფსიქიკური უნარები შეთავსებულია მათ სიღრმისეულად გამოყენების მოთხოვნასთან. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ინდივიდი ხშირად განსჯის სხვებს, როდესაც ისინი იმედებს უცრუებენ. ეს II ფაზაში ხდება, სადაც მისი ინტროსპექცია, სავარაუდოდ, მეტად გამოხატული იქნება, ვიდრე ჩაკეტილი.
ის ძალიან მტკიცეა თავის ცოდნასთან დაკავშირებით, რადგან სხვების ცოდნის საფუძვლიანობაში ხშირად ეჭვი შეაქვს. კარმულად, მას ამ ცხოვრებაში ადამიანებისა და სამყაროს შესწავლის ნაყოფი მოაქვს. თუმცა ის უნდა მიხვდეს, რომ ყველაზე ღრმა ჭეშმარიტებები, რომელსაც ამ ცხოვრებაში ეძებს, მხოლოდ მაშინ მივა მასთან, როდესაც შეწყვეტს ყველაფრის პერსონალურ დონეზე ინტერპრეტაციას.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”