რეტროგრადული იუპიტერი XI სახლში

რეტროგრადული იუპიტერი XI სახლში

აქ ინდივიდის უმაღლესი გონება მერწყულისეული  კვლევების მოთხოვნით სტიმულისრდება. I ფაზის განმავლობაში ინდივიდი ძალზედ ცნობისმოყვარეა და ყველაფრის გასინჯვა სწადია. წარსულიდან მას აუცილებელი მოთხოვნა მოჰყვება, საკუთარ თავზე გამოსცადოს ყველაზე განსხვავებული სიტუაციები, რომ საკუთარი ცნობიერების გაფართოვება შეძლოს. მიმდინარე ცხოვრებაში ის ხშირად აგრძელებს იმ მიზნის ძიებას, რომელსაც წინა ცხოვრებებში დასდევდა.

ის ძალიან ხშირად უგულვებელყოფს დეტალებს. ასევე შესაძლოა ბევრ დროს ხარჯავდეს ოცნებებით ცხოვრებაში. და მიუხედავად ამისა, ეს ის იდეალისტია, რომელსაც ყველაზე მოუკერძოებელი დამოკიდებულება აქვს ცხოვრების მიმართ.

მისი მიზნები ხშირად მიუღწეველი ჩანს, რადგან  მისი უმაღლესი ცნობიერება ადამიანური შესაძლებლობებზე აღმატებულად აზროვნებს. ეს მას უკიდურეს ინდივიდუალისტად აქცევს. ის არასდროს დასჯერედება იმაზე ნაკლებს, რაც შესაძლებლად მიაჩნია და  წინ აღუდგება ყველაფერს, რაც ტრადიციული აზროვნების ჩარჩოებში ამწყვდევს.

ის დიდ აღიარებას მიაღწევს საზოგადოებრივ ჯგუფებში, თუ ყველაფრის საკუთარ ყაიდაზე კეთების საშუალებას მისცემენ.  მას ამ ცხოვრებაში საკუთარი ოცნებების ჭეშმარიტი ბუნების წვდომის კარმა შემოაქვს. ამ თვალსაზრისით, მას შეუძლია ააგოს სრული მნიშვნელობის რეალობა, სადაც ზუსტად ეცოდინება თავისი მიზნების, იმედებისა და მისწრაფებების მიზეზები.

ეს მდებარეობა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად არის ორიენტირებული თავისუფლებაზე. ადამიანს არ ჰყოფნის პრაქტიკულობა და ვერასდროს განიცდის ბედნიერებას, ახლო ურთიერთობებით განპირობებული, პასუხისმგებლობისგან. თუმცა მიუხედავად ამისა, მისი გაგების წადილი იმდენად ძლიერია, საბოლოო ჯამში, ის  ერთ-ერთი იშვიათი ინდივიდი ხდება, ვინც კოსმიური კანონების ჭეშმარიტებასთან მიახლოვებას ახერხებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top