რეტროგრადული იუპიტერი (06.02.2017-09.06.2017)

რეტროგრადული იუპიტერი (06.02.2017-09.06.2017)

პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა

ისეთი მოვლენა, როგორც პლანეტის რეტროგრადული მოძრაობაა დამახასიათებელია ყველა პლანეტისთვის გარდა მზე და მთვარისა. სინამდვილეში პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა მოჩვენებითია (ილუზიაა) . როცა პლანეტების მოძრაობა უფრო სწრაფია ვიდრე დედამიწა მოძრაობს, ან პირიქით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს და წინ უსწრებს ვიდრე ნელა მოძრავი პლანეტა – ამ მოვლენას უწოდებენ პლანეტების რეტროგრადულ მოძრაობას. ყველა პლანეტისთვის დამახასიათებელია რეტროგრადული მოძრაობის გარკვეული პერიოდი. რეტროგრადული მოძრაობა არ ცვლის პლანეტების არსს, ის მიუთითებს მის განსხავებულ გავლენაზე ამ პერიოდებში. რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში პლანეტის გავლენის სფეროებში ნებისმიერ მოქმედებას უნდა უფრო მეტად დაუფიქრდეთ.

რეტროგრადული მოძრაობა არის წარსული გზის განმეორების სიმბოლო, გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი. აგრესიული ქმედებები და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები განწირულია წარუმატებლობისთვის, გეგმები ჩაიშლება ან დასრულდება არადამაკმაყოფილებელი შედეგით. პლანეტა ვენერა, მარსის, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. სატურნის და იუპიტერის რეტროგრადულობა უფრო მეტად მოქმედებს საქმიან სფეროზე, ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე გავლენას ახდენს ამინდზე და გარკვეულ ბუნებრივ მოვლენებზე, ხოლო ნეპტუნი, ურანი და პლუტონის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდები დაკავშირებულია უფრო მეტად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სიტუაციების ცვლილებებთან. რეტროგრადული პლანეტების პოტენციალი რომ განვსაზღვროთ უნდა გავარკვიოთ პლანეტების არსში.

რეტროგრადული იუპიტერი

იუპიტერი რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში აფერხებს ყველანაირ საქმიანობას რაც უკავშირდება სოციალურ სტატუსს. განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ეს სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე, უცხოურ ფირმებთან ურთიერთობებზე, იმპორტზე და ექსპორტზე. უპერსპექტივოა ხანგრძლივი მოგზურობა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და საგამომცემლო ბიზნეს საქმიანობა.

 როგორც ნებისმიერი რეტროგრადული პლანეტა, რეტროგრადული იუპიტერის ენერგია მიმართულია შიგნით. აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიური კუთხით იუპიტერი უბიძგებს ადამიანებს იხელმძღვანელოს არა საზოგადოებრივი ნორმებისა და წესების მიხედვით, არამედ თავისი შინაგანი წესების და კანონების, პრინციპების, სიბრძნის და ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით. განსაკუთრებულად რეტროგრადული იუპიტერის გავლენას იგრძნობს ის ადამიანები, ვისაც პირად ჰოროსკოპში რეტროგრადული იუპიტერი აქვს.

სხვადასხვა პლანეტები პასუხს აგებენ მრავალ ცხოვრებისეულ მიმართულებებზე, რეტროგრადული ტრანზიტული პლანეტები მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რაც მოითხოვს გადახედვას და საწყისებთან დაბრუნებას. ასევე, რეტროგრადული პლანეტები შეფერხებას და ზოგჯერ პრობლემებსაც ქმნიან შესაბამის სფეროებში. მიიჩნევა, რომ რეტროგრადული პლანეტები მიანიშნებენ კარმულ ამოცანებზე .

თუმცა საუბარია მხოლოდ ტენდენციაზე, რაც საერთოა მრავალი ადამიანისთვის. საქმე იმაშია, რომ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში აქვს „პირად პლანეტებს“, რომლებიც გამოითვლება ინდივიდუალურად ზუსტი დაბადების საათის მიხედვით. ინფორმაცია ტრანზიტული და რეტროგრადული პლანეტების შესახებ განიხილება დამატებით.

მატერიალური კუთხით იუპიტერი პასუხისმგებელია -სიმდიდრეზე, მოვლენების ფილოსოფიურ შეფასებაზე. რეტროგრადულმა იუპიტერმა შეიძლება გაამძაფროს ყურადღება ფინანსური საკითხების მიმართ, ამ პერიოდში ჩნდება სურვილი გადაახალისოთ და გადააფასოთ საკუთარი ფინანსური გეგმები და აღებული მიმართულება, არის იმის ალბათობაც, რომ რეტროგრადული იუპიტერი შექმნის ფინანსურ პრობლემებს.

პიროვნული თვალსაზრისით, იუპიტერი განასახიერებს სიბრძნეს, მიმდინარე მოვლენების ფილოსოფიურ შეფასებას. რეტროგრადული იუპიტერი მიაპყრობს თქვენს ყურადღებას ისეთ თემებზე, რომელიც განავითარებს თქვენს ბუნებაში ჩადებულ სიბრძნეს, გაგიჩნდებათ სურვილი უფრო ჯანსაღად, სერიოზულად და ფილოსოფიურად შეაფასოთ ცხოვრება.

იუპიტერი რელიგიასა და სულიერებაზეა პასუხისმგებელი. რეტროგრადული იუპიტერი გაამახვილებს ყურადღებას სულიერებაზე, რელიგიასა და სხვა არამატერიალურ ტემებზე.

ერთი სიტყვით, იუპიტერი ესაa, ის რისი გაგებითაც სულიერად ვიზრდებით (ვვითარდებით) იუპიტერის საკვანძო მნიშვნელობა – ესაა შემოქმედებითი ენერგია, თვითრეალიზება, ცოდნის მიღების უნარი, ასევე სიბრძნე და კეთილდღეობა. რეტროგრადული იუპიტერი ამოწმებს ჩვენს მოვლენების ფილოსოფიური გაანალიზების, მრავალმხრივი შეფასებისა და ზრდასრული გადაწყვეტილებების მიღების უნარს.

პროფესიულ საქმიანობაში, სამსახურში, გაწეული სამუშაოს ანაზღაურებაზე რეტროგრადული იუპიტერი ქმნის პრობლემებს. თუმცა, ეს გვეხმარება უკეთ გადავაფასოთ მატერიალური და არამატერიალური შესაძლებლობები, სწორად განვსაზღვროთ აქცენტი ფულსა და სულიერ ფასეულობებს შორის.

ამ პერიოდში არ ღირს გრანდიოზული პროექტების წამოწყება, დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან. არ არის რეკომენდებული ახალ საქმეში ფულის დაბანდება. უკეთესი იქნება თუ წესრიგს დაამყარებთ მიმდინარე საქმეებში და ჩაატარებთ ფულადი დანაზოგის რევიზიას.

პირად ცხოვრებაში, მეუღლესთან და ბავშვებთან ურთიერთობებშიც საჭიროა გამოიჩინოთ აკურატულობა. უნდა დაბრუნდეთ ფიქრებით წარსულში და გაიხსენოთ როგორ წარიმართებოდა თქვენი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. დაუფიქრდეთ დაშვებულ შეცდომებს, გაანალიზოთ და გამოასწოროთ .

რეტოგრადული იუპიტერი იმ სფეროებში, რომელზეც პასუხისმგებელია, ნაკლებად იქნება წარმატების მომტანი.

წყარო: ktoperviy.ru

სტატიის ავტორი:  რუსა


About Tamta

Scroll To Top