რეტროგრადული მარსი ვერძში

რეტროგრადული მარსი ვერძში

აქ რეტროგრადული მარსი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, სადაც ვერძის იმპულსური თვისებები კომბინირებულია მარსიანულ ბიძგთან, თითქმის ძალით  შექმნას მომავალი იქამდე, სანამ მოვლენებს ნებისმიერი გარეძალა გამოიწვევს. წარსული ცხოვრებიდან მას  არასაიმედოობის შეგრძნება მოჰყვება. ინდივიდს ძალიან უჭირს III ფაზაში, როდესაც კრიტიკული თვალით უნდა გადახედოს თავის ჩადენილ  ქცევებს. ის ჯერ ისევ ცდილობს დაიწყოს ის, რაც ამ ცხოვრებამდე დაიწყო.

ის პრიმიტიულია, უკიდურესად სუბიექტური და შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში ისე იცხოვროს, თითქოს გარესამყაროს ვერც ამჩნევს. ის მხოლოდ იმ სახებებს ხედავს, რომელსაც თავად ქმნის.  უმეტესად, ის თავისი  გაჭარბებული მოლოდინების ანკესზე ებმება. ამიტომ, II ფაზის განმავლობაში  ძალიან მოწყენილია, რადგან რაც ხდება, მან უკვე I ფაზაში განიცადა და მისთვის ახალი არაფერია.

საკუთარი თავით უკმაყოფილება ართულებს სხვებთან ურთიერთქმედებასაც. მას მიაჩნია, რომ კარგად იცის, რა უნდა. მაგრამ, ცხოვრების ობიექტური შეფასებისას,  ის არასდროს იმყოფება საკუთარ თავთან კონტაქტში საკმარისად დიდხანს, რომ თავისი ჭეშმარიტი სურვილები აღმოაჩინოს.

ამ წინმსწრაფ პლანეტისა და ნიშნის მფლობელს, პლანეტის რეტროგრადული ეფექტი მუდამ საკუთარი თავისკენ უბიძგებს, რათა, საბოლოო ჯამში, მიხვდეს, რომ მისი სურვილები არასდროს იყო იმის სიმბოლო, რასაც გარესამყაროში ეძებდა.  ინდივიდის ყველა ინტენსიური სურვილი მისი ღრმა შინაგანი მოთხოვნის ანარეკლია _ შექმნას თავის შიგნით საკუთარი თავისადმი პატივისცემის ძლიერი საფუძველი.

თითქმის ყოველთვის სექსუალურად დაუკმაყოფილებელია.  ეს ძალიან რთული მდებარეობაა ქორწინებისთვის, რადგან ინდივიდი უზომოდ მორცხვია. მან უნდა განავითაროს მგრძნობიარობა სხვების მიმართ.  საქმე ის არის, რომ, თავისი პიროვნული ზრდის არენაზე,  სხვა ადამიანებს   კონკურენტებად განიხილავს და არა დამოუკიდებელ ინდივიდებად, თავიანთი მოთხოვნებითა და გრძნობებით. ის ვერც კი უშვებს, რომ სხვების მოთხოვნები შესაძლოა ისეთივე ინტენსიური იყოს, როგორც მისი.

მას ბევრის მიღწევა შეუძლია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს გაეჯიბრება და არა სხვებს ან გარეძალებს, რაც მის კონტროლს არ ექვემდებარება.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top