აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, როდესაც მგზნებარედ ცდილობს აღმოჩნდეს იქ, სადაც მის წინ არავის ნაკვალევი არ იქნება. ის არ ცნობს თავისუფლების არავითარ შეზღუდვას, რადგან წინა ცხოვრებიდან ამ განსხეულებაში გვარიანად განვითარებული თავნებობის ინსტინქტი შემოაქვს. თუ საზოგადოება შეეცდება რაიმე ფორმით შეზღუდოს, ის საზოგადოებაში გაბატონებულ ქცევით ნორმებს აუჯანყდება და ახალი წესების ძებნას დაიწყებს, რაც არსებული პირობების გაფართოების საშუალებას მისცემს.
მისი ცხოვრება „ყველაფერი წარმავალია“ პოზიციის მხატვრული ანარეკლია. ყველაფერს, რაც მას ხელს უშლის გამოსცადოს სამყარო, როგორც დიდი სათამაშო მოედანი, ის უმალ გვერდს უვლის. როგორც წესი, ეს ხელისშემლელი ფაქტორები საზოგადოებაში გაბატონებული კანონები და ტრადიციებია.
სექსში ის თავდაუჯერებელი ექსპერიმენტატორია. მაგრამ ნებისმიერ სფეროში ეს ინდივიდი იმის მაძიებელია, რის მიმართაც სამყარო არც ისე დიდ ინტერესს იჩენს. მარტივად რომ ვთქვათ, ის ეძებს იმას, რაც სხვებს არ აინტერესებთ.
მისი აღტკინებები, და მათთან ერთად მისი კონცეფციები, დღიდან დღემდე იცვლება. ის ცდილობს შინაგანად შეისრუტოს მომავალი. სამეცნიერო ფანტასტიკის იდეებს შესაძლებლობებად აღიქვამს, რისი განცდაც პირადად შეუძლია. ჰუმანიზმის მიუხედავად, ის მარტოსული ინდივიდია და ვერანაირ შეზღუდვას ვერ აიტანს, თუნდაც სხვა ადამიანების იდეებთან დაკავშირებულს.
კარმულად, ის რეალობის ტრანსცედენტალურ სფეროებს განიცდის არატრადიციული მეთოდებით.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”