რეტროგრადული მარსი მორიელში

რეტროგრადული მარსი მორიელში

ვინაიდან მორიელი ტრანსფორმაციის ნიშანია, მარსი კი ემოციებს ენერგიას ანიჭებს, ეს ინდივიდი უკიდურესად ინტენსიური შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობს. სამივე ფაზის განმავლობაში პლანეტა ინდივიდის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ რეტროგრადულობის შინაგანი მიმართულება, მარსის მუდმივი ბიძგით, დასვენების და ამოსუნთქვის  საშუალებას არ აძლევს. მას ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ  თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ აღწევს.

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მარსი ფიზიკურად გამოიყენება, შეიძლება  ღორმუცელობამდე მივიდეს. იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი თავის ცხოვრებას სულიერებისკენ მიმართავს, ის უამრავ ცდუნებას ეჯახება. ის ყოველთვის გრძნობს, რომ არსებობს რაღაც გარეძალები, რაც მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ,  უკიდურესად ინტენსიურ შინაგან ენერგიას ავითარებს, რომ  წარმოსახვითი მტრები დაძლიოს და წინ წავიდეს.

ზოგიერთ შემთხვევაში ის ვერ აკონტროლებს საკუთარ მოთხოვნებს. ის შეიძლება ძალიან მოუთმენელი იყოს  I ფაზაში, მოიწყინოს II ფაზაში  და უკმაყოფილებას განიცდიდეს  III ფაზაში, როდესაც ცდილობს  მოგიზგიზე გულისწადილის უმაღლეს წერტილს მიაღწიოს. მისი შინაგანი მხურვალება წუთითაც არ ნელდება და არასდროს სრულდება.

ხშირად  წინა ცხოვრებიდან არაკეთილგანწყობა მოჰყვება. ამ ინკარნაციაში კი, იმის ნაცვლად, რომ მიუტევოს მათ, ვინც ტკივილი მიაყენა, მას ჩატვირთული აქვს თავისი რისხვა ქვეცნობიერ დონეზე და აგრძელებს მის ტარებას, როგორც თავისი ბუნების ნაწილს. ამის შედეგად, შეიძლება საკუთარი თავის მტრად იქცეს.

კარმულად, მან უნდა ისწავლოს, არა საკუთარი თავის, არამედ ძველი „მეს“ იმ ნაწილების განადგურება, რაც სხვა ადამიანებისგან აუცხოვებს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top