რეტროგრადული მარსი მშვილდოსანში

რეტროგრადული მარსი მშვილდოსანში

იმპულსურობა აქ თავის უზენაეს წერტილს აღწევს, რადგან ინდივიდს სურს განიცადოს მთელი სამყარო „გუშინ“. იქიდან გამომდინარე, რომ მან თითქმის არასდროს იცის საკუთარი მოთხოვნების პრიორიტეტები, მისი დაუდეგარობა ძალიან შორს ტოპავს. ამგვარი დაბნეულობა დამახასიათებელია არამხოლოდ ქცევებში, არამედ თვითიდენტიფიკაციის შინაგან დონეზეც. ის ცდილობს საკუთარ თავში განიცადოს მთელი სამყარო, თავისი ყველა ფერითა და არომატით.

ხანდახან ამ მდებარეობას  მტრული განწყობა შემოაქვს, რაც ართულების სხვა ადამიანების ჭეშმარიტ პერსპექტივაში დანახვას.  საერთოდ, ბევრი რამეს მის ცხოვრებაში, მათ შორის სხვების ხედვასაც, არ აქვს რეალური დასაყრდენი რეალობაში.

მას უჭირს  თავის სურვილებზე ყურადღების გამახვილება  საკმარისად დიდხანს, რომ გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.  I ფაზის განმავლობაში მას შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ  ძალიან ექსტრავესირებულია, თუმცა არაფერი იმისგან, რასაც ინდივიდი სწვდება, სრულად ვერ წარმოადგენს იმას, რასაც ის ეძებს. ის მუდმივად ცდილობს გაამართლოს თავისი მოტივები და თავი ყოველთვის სწორად მიაჩნია.

ეს განსაკუთრებით რთული მდებარეობაა ქორწინებისთვის, რადგან ადამიანი იმდენად ძლიერი ინდივიდუალისტია, და იმავდროულად წარმოუდგენელი მეოცნებეც, რომ ძლივს ჩერდება ერთ ადგილზე საკმარისად დიდხანს, რომ სხვასთან ურთიერთქმედების შედეგად კმაყოფილება იგრძნოს.

კარმულად, ის ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი სამყაროში. მან უნდა იპოვოს  საკუთარი არსებობის მიზეზი, რასაც ყოველ ახალ ადგილსა და ახალ ადამიანში ეძებს და ხშირად პოულობს კიდეც.

მან უნდა ისწავლოს ბალანსის დაცვა,  მშვილდოსნის ფილოსოფიური მოთხოვნებისა და მარსის ფიზიკური გამოცდილების მიღების წადილს შორის. საბოლოო ჯამში,  ის სწავლობს როგორ გადააქციოს საკუთარი გამოცდილება იმად, რაც მისი არსებობის მიზეზი უნდა გახდეს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top