რეტროგრადული მარსი სასწორში

რეტროგრადული მარსი სასწორში

ეს შესაძლოა რეტროგრადული მარსის ყველაზე რთული მდებარეობაა. გარდა იმისა, რომ ინდივიდი დიდ სირთულეებს აწყდება საკუთარ სურვილებთან თვითიდენტიფიცირების მცდელობაში, იმავდროულად, ის სხვების სურვილებსაც ეჭიდება, რადგან, მცდარად, სხვისი სურვილები საკუთარ სურვილებად მიაჩნია. ამის შედეგად, ის, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ხვდება, რადგან გარშემომყოფთა განსხვავებული სურვილები ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში აგდებს.

მას ამ ცხოვრებაში, საკუთარ სურვილებთან დაკავშირებული, გაუგებრობის კარმა შემოაქვს. ანუ ინდივიდს წარმოდგენაც არ აქვს, რა სურს სინამდვილეში. საქმე ის არის, რომ  წარსულ ინკარნაციაში  ის სხვისი სურვილებით ცხოვრობდა. ახლა მას უჭირს საკუთარი არსებობის ცენტრის პოვნა. შედეგად, მისი თვითიდენტიფიკაციის ძიების პროცესი იმდენად ინტენსიურია, ბევრ მათგანს, მარსის ამ მდებარეობით, თავისივე სქესის ადამიანებისკენ უბიძგებს. მას იმედი აქვს, რომ ეს საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება.

რეტროგრადული ფაზა, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს, ასევე დამოკიდებულია იმაზე, ვისი გავლენის ქვეშ იმყოფება. ვინაიდან  ის არც ისე დიდ პატივს სცემს საკუთარ თავს, ინდივიდი ძლიერ იხიბლება და  ცდილობს  კავშირი დაამყაროს ვერძულ თვისებებთან ყველა ადამიანში, ვისაც ცხოვრების გზაზე ხვდება.

იმედგაცრუება, რომელსაც განიცდის, ძლიერდება, როდესაც ცდილობს ჰარმონიულად დააბალანსოს განსხვავება გარშემომყოფთა სურვილებსა და აღტკინებებს შორის. ამას ლოგიკურად მოსდევს მისი ემოციური პარალიზება.

კარმულად, ის იძულებულია გაიგოს, ვის წარმოადგენს სინამდვილეში და ვინ  შეუძლია იყოს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top