რეტროგრადული მარსი V სახლში

რეტროგრადული მარსი V სახლში

ეს ინდივიდი დიდ სირთულეებს განიცდის საკუთარი შემოქმედებითი საწყისის გამოხატვის თვალსაზრისით. სექსუალურ დონეზე მისი ვიბრაცია, რეტროგრადული პროცესის ფაზიდან გამომდინარე, მონაცვლეობით ხან ძლიერ იზიდავს, ხანაც ძლიერ განიზიდავს ადამიანებს. ეს ადამიანი ყოველთვის ჰარმონიულ ურთიერთობაში არ არის კოსმიურ ძალებთან, როდესაც დაჟინებით ცდილობს იყოს ის, ვინც არის. ხანდახან ის გრძნობს, რომ დინებას ებრძვის, თუმცა სინამდვილეში, ის თავად ქმნის ისეთი წინააღმდეგობრივ სიტუაციებს, რომ მოგვიანებით დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს.

სასიყვარულო კავშირები გართულებულია. მის სექსუალური სტიმულს  აკლია მოქნილობა. იმავდროულად, ეს მდებარეობა აძლიერებს ჰოროსკოპის ნებისმიერ ბავშვურ მიდრეკილებებს.

ამ ცხოვრებაში მისი ენერგია, ერთხელ მაინც, მიმართული იქნება ან განვითარებაშეფერხებული ბიჭისკენ ან ისეთი ახალგაზრდა ყმაწვილისკენ, რომელიც უარს აცხადებს ჩაეწეროს ქცევით შაბლონებში.

წინსვლის კონცეფცია არაერთ იმედგაცრუებას უქადის, რადგან ინდივიდი მუდმივად გრძნობს, რომ მან რაღაც ისეთი უნდა შექმნას, რაც არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც ამჟამად აკეთებს. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის შეფერხებებსა და წარუმატებლობებზე უფრო ორიენტირდება, ვიდრე ახალი ჰორიზონტებისკენ  სწრაფვაზე.

ეს ადამიანი საკუთარი შემოქმედების გადახედვის კარმას ატარებს, რადგან ბევრი რამ, რაც მან წარსულ ინკარნაციაში შექმნა, მისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. მან უნდა გაიგოს, რომ მართლა შუეძლია კეთლდღეობის მიღწევა და ამას საუკეთესოდ მაშინ მოახერხებს, როდესაც აღმატებულობის განცდას დაძლევს, რაც მართალია, მის ეგოს კვებავს, მაგრამ რეალურ თავდაჯერებას ვერ აძლევს.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”

 


About Qet

Scroll To Top