რეტროგრადული მარსი ტყუპებში

რეტროგრადული მარსი ტყუპებში

რეტროგრადული მარსი კომბინირებულია ტყუპების მოქნილობასთან. ასე რომ, ის სამივე ფაზაში თანაბრად ფუნქციურია. I ფაზის განმავლობაში მენტალური ცნობისმოყვარეობა ინდივიდს მომავალი გამოცდილებისკენ უბიძგებს. მაას ცხოველი ინტერესი აქვს ყველაფრის მიმართ, რაც ჯერ არ განუცდია.

რადგან II ფაზაში ნაკლები მრავალფეროვნებაა, ადამიანი გარკვეულწილად იმედგაცრუებულია, როდესაც რეალობაში  ხედავს იმას, რასაც წინა ფაზაში თავის წარმოსახვაში ხატავდა. მიუხედავად ამისა, ის საკუთარ ტყავზე შეიცნობს ტყუპებისთვის მეტად მოსაწონ შესაძლებლობას, აირჩიოს იმის გარეგანი გამოხატულება, რაშიც დარწმუნებულია და იმავდროულად, შეამოწმოს ის, რაც ჯერ არ განუცდია. ზუსტად ამ ფაზაში  ადარდებს მას ყველაზე მეტად ადარდებს თავისი ქმედებები.

ამას მიჰყავს III ფაზისკენ, სადაც ის მუდმივად მეორდება. რეტროგრადული მარსის ყველა მდებარეობიდან ტყუპები  ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტია.  ხანდახან ის გადაჭარბებულ რეაქციას აწყდება საკუთარ თავში, რადგან ტყუპების მოუსვენრობა ძლიერ იძაბება ამ ფაზისთვის ტიპური ინტროსპექციული ხასიათის გამო.

სექსუალური თვალსაზრისით, შესამჩნევად ცივია. ამიტომ, სხვების შეფასებებში, და განსაკუთრებით მათი ქცევების მოტივების, ყოველთვის ინარჩუნებს რაციონალობას. ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ის მუდმივად იცვლის თავის დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ,  რადგან პრინციპების შენარჩუნებაზე მეტად, ის აინტერესებს, როგორ მოეწყოს. ამრიგად, ის არც ისე ღირსეულია და თითქმის ყველაფერს ერგება, რასაც ცხოვრება გზაზე ახვედრებს.

მისი კარმა, სხვებთან ურთიერთქმედების შედეგად, საკუთარი სურვილების შეცნობას მოიაზრებს;  ცხოვრებისეული გაკვეთილი კი _  ადამიანებთან კომუნიკაციისას, საჭირო  ძალით დამუხტვას. რეტროგრადულობის მიუხედავად, საკმაოდ ზედაპირული ინდივიდია და თავს არიდებს, ხანაც კი აშკარად გაურბის სიღრმისეულ ჩართულობას.

მან უნდა გაიგოს, რომ ინტენსიური სურვილები, რასაც სხვებში ამჩნევს და თვალში ხვდება, რეალურად მისი საკუთარი სურვილებია. (იხ. „რეტროგრადული პლანეტები და აზრობრივი პროექცია“).

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top