აქ ინდივიდი კონფლიქტს აწყდება გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც საიმედო მომავლის შექმნისთვის უნდა მიიღოს. მისი მიზნების უმეტესობა დაფუძნებულია წარსულზე და მომავლისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, არსებითად, მისი მთლიანი ბედისწერის ტვირთს ატარებს.
როგორც ჩანს, ის გარკვეულ შემაკავებელ ბარიერებს გრძნობს, რაც რეალურად თვითშეზღუდვას წარმოადგენს. ვინაიდან მას ძლიერ სწადია, მისი შეფასებით, სწორი ადამიანების პატივისცემა, ის ხშირად ამოწმებს და გადაამოწმებს საკუთარ ქცევებს, რის გამოც მერყევი ჩანს. ის ბევრს დახეტიალებს, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს, რისი გაკეთებაც ყოველთვის უნდოდა.
სამაგიეროდ, პროფესიული თვალსაზრისით, ყველაფერი პირიქით ხდება. უკიდურესი მიზანდასახულობის გამო, ის საკმაოდ ადრეულ ასაკში აღწევს მწვერვალებს. თუმცა მოგვიანებით თავის ნაკვალევს უბრუნდება, რომ რეალისტურად შეაფასოს თავისი დონე და როგორც მოგვიანებით აღმოაჩენს, ცხოვრება მხედველობაში მიუღებელი ნაბიჯების თანმიმდევრული შედეგია.
კარმულად, ეს ადამიანი საკუთარი მომავლის აღმოჩენას სწავლობს. მისი მომავალი წარმატების გარანტი ზუსტად უკან დაბრუნება და გამოტოვებული ადგილების თუ ჩავარდნების შევსება ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, ის სულ უფრო მეტი ოსტატობით ეუფლება იმ მიმართულებით აღმშენებლობას, რაც მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს. ის უკუაგდებს ენერგიის ხარჯვას წარსულის ილუზიებზე, რომ სამყაროს უნდა აჯობოს, რომელიც ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ სრულად დაეპატრონო.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”