ეს ინდივიდი არასწორ რეგულირებას განიცდის კომუნიკაციის პროცესში. ის ბევრ დროს ხარჯავს I ფაზაში, როდესაც დაძაბულად ცდილობს გამოხატოს თავისი სურვილები, რომ სხვებზე კვალი დატოვოს. როდესაც მოუთმენლად ცდილობს დაამტკიცოს რაღაც მდგომარეობა, ის სხვა ადამიანების მგრძნობიარე ნაწილებს ეხება, ხანდახან ძალიან ხისტადაც, დიდი ძალის გამოყენებით.
ქალის ჰოროსკოპში ეს ხშირად გულისხმობს არასაკმარისად სექსუალური ან მიუწვდომელი მამაკაცებისადმი მიზიდულობას. საქმე ის არის, რომ სინამდვილეში ასეთი ქალი არ ეძებს მამაკაცურ ენერგიას სექსუალურ დონეზე, რადგან ამას მისი მგრძნობიარე ნაწილების დაზარალება შეუძლია. მასკულინური ენერგიასთან შერწყმას, მან შეიძლება პლატონური ურთიერთობა ამჯობინოს.
როდესაც ინდივიდი III ფაზაში შედის, ის კიდევ დიდხანს აგრძელებს ფიქრს ჩადენილ ქცევებზე, როდესაც საწყისი გამოცდილება უკვე დასრულებულია. ამრიგად, ყველაფერი რასაც ინდივიდი პირადად განიცდის, უსასრულო ექო ხდება.
მისი კარმა მოითხოვს საკუთარ მგრნობიარე ნაწილების დაკავშირებას გარესამყაროსთან, უახლოეს გარემოცვასთან კონტაქტების მეშვეობით.
ეს ინდივიდი ბედნიერებას მაშინ მიაღწევს, როდესაც საკუთარი თავის სხვებთან გაიგივების სურვილს გადალახავს. საბოლოო ჯამში, მან შესაძლოა გადალახოს ყველაფერში აქტიური მონაწილეობის სურვილი, რაც მის გარშემო ხდება. როდესაც ის ამას გაუმკალვდება, ის თავისუფლების ახალ გრძნობას განიცდის, რომელსაც მისი სული ითხოვდა.
მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”