რეტროგრადული მარსი IX  სახლში

რეტროგრადული მარსი IX სახლში

ინდივიდი თავისუფლების ძლიერ შინაგან მოთხოვნას განიცდის.  ხანდახან ეს სხვა ადამიანების ემოციების მონობისგან განთავისუფლების მოთხოვნაა, მაგრამ, უმაღლესს დონეზე, ეს ძიების პროცესის დასაწყისი ხდება, რაც საშუალებას აძლევს გადალახოს ადამიანური აზრების საზღვარი. ზოგიერთ ადამიანში ეს უკიდურესად ძლიერი, ფანატიზმთან მომიჯნავე, რელიგიურობითა და სულიერებით ვლინდება.

ამ მდებარეობის მარსისთვის დამახასიათებელია მეტად თავისებური ქორწინება, რადგან  მარსის უკიდურესად დამოუკიდებელი ხასიათი კომბინირებულია IX სახლის მარტოხელას თვისებებთან, რაც ლოგიკურად შობს უტრირებული თავისუფლების მოთხოვნას.

ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდი საერთოდ გამოთიშულია საკუთარი სექსუალური აღტკინებებისგან. ის შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად პროეცირებდეს სექსუალურ იმპულსებს რეტროგრადულობის I ფაზაში.

სულიერი მაძიებლისთვის ამ მდებარეობამ შესაძლოა დამაბრკოლებელი სირთულეები შექმნას, ასტრალური სხეულის კონტროლის თვალსაზრისით. ამიტომ, ასტრალური პროექციის ნებისმიერი მცდელობისას, უკიდურესად მნიშვნელოვანია მასწავლებლის ხელმძღვანელობა.

კარმულად, რეტროგრადული მარსი IX  სახლში ისეთ ცხოვრებას იძლევა, რომელიც გარკვეულწილად მარტოობის ნეტარებას განასახიერებს.  იზოლაციის პერიოდების ან ისეთი გარემოებების  წყალობით, რაც ინდივიდს აიძულებს საკუთარ პოზიციებს გადახედოს  და საჭირო დასკვნები გამოიტანოს, მარსს მისი ბუნებრივი სურვილები უმაღლეს ცნობიერებმდე მიჰყავს, სადაც ადამიანს შეუძლია ერთხელ და სამუდამოდ მიაღწიოს კავშირს საკუთარ თავთან. როდესაც ეს სურვილები ტრანსფორმირდება და უმაღლესი სიბრტყისკენ მიიწევს, მას შეუძლია საბოლოოდ გაითავისოს შექსპირისეული გაკვეთილი: „იმისთვის რომ შეინარჩუნო საკუთარი თავი, იყავი მართალი“ (“То thine own self, be true”).

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top