რეტროგრადული მარსი XI სახლში

რეტროგრადული მარსი XI სახლში

მარსის ეს მდებარეობა ოცნების მწვავე სურვილს ბადებს. ინდივიდს საკუთარი ცნობიერება ინტენსიურად მიჰყავს იმ დონემდე, რომელიც წარსულის მომენტების გაცოცხლების საშუალებას მისცემს. ის გაურბის თავს მოხვეულ  ვალდებულებებს. თუმცა იმიტომ არა, რომ მათთან გამკლავება არ შეუძლია. უბრალოდ მას არავინ უნდა დააძალოს იგრძნოს პასუხისმგებლობა. ის დიდ დროს ატარებს  სრულ მარტოობაში ან ისეთ საქმიანობაში, რაც სხვებს არაპრაქტიკულად მიაჩნიათ.  მისი ენერგიის უდიდესი ნაწილი მიმართულია  ოცნებებზე, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ინდივიდი იმდენ ენერგიას ხარჯავს წარმოსახვაში, ძალიან იშვიათად ახერხებს საკუთარი ოცნებების რეალიზებას. ის ასევე ხშირად დისტანცირდება საკუთარი სექსუალური სურვილებისგანაც, რადგან ძალიან უჭირს მათი დანარჩენ ცხოვრებაში ინტეგრირება.

ძირითად სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ინდივიდი ხედავს, რამდენად სწრაფად და მსუბუქად ხორციელდება მისი  იმედები და ოცნებები მისი ფანტაზიების რეალობაში, მაგრამ მან ისიც კარგად იცის, რამდენი ძალისხმევა დასჭირდება ამ ფაქიზი სურვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში  განსახორციელებლად. სწორედ ამ აზრამდე მისვლა ხდება წერტილი, სადაც ის საკუთარ თავს ბლოკავს. წარმოსახვითი კედელი, რომელსაც ის საკუთარ ფანტაზიებსა და ობიექტურ რეალობას შორის აღმართავს, მისი ენერგიის უდიდეს ნაწილს ოცნებებში აკავებს.

კარმულად, ის სწავლობს ენერგიის მიწოდებას თავისი მისწრაფებებისთვის, რომ ფანტაზიებისა და წარმოსახვის  შემდეგ,  შეძლოს იმ მენტალური ბარიერის გადალახვა, რომელიც მის ოცნებებს რეალობად ქცევისგან აკავებს. ამის კატალიზატორი ხშირად ხდება  ადამიანებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი სირთულეები. სწორედ სხვებმა უნდა აიძულონ  ის, გადალახოს  წარმოსახვისა და რეალობის შეუსაბამობა, რათა მოისურვოს საკუთარი თავის გაიგივება სამყაროსთან. როდესაც ამას მოახერხებს, მისი ქცევები ახალი, გაცილებით უფრო დამაკმაყოფილებელი პერსპექტივებიდან აიღებს სათავეს.

აღსანიშნავია, რომ მარსის ამ მდებარეობისას, რეტროგრადული ფაზების განცდა უფრო დაკავშირებულია მარსის ნიშანთან, ვიდრე XI სახლთან.

 

მარტინ შულმანი “კარმული ასტროლოგია”


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top