ამ ინდივიდისთვის დამახასიათებელია დაბნეული ცნობიერება. მას მუდამ თან სდევს დაკარგულობის განცდა, თუმცა კი საკუთარი გრძნობების საკვანძო ნოტი არ ესმის. წარსულ ინკარნაციებში ის ძლიერ სასოწარკვეთას განიცდიდა თავის აზრებში. ახლა ის კვლავ აღადგენს იმ გარემოებებსა და მოვლენებს, რომელიც საშუალებას მისცემს, თავიდან გაათამაშოს ეს სასოწარკვეთა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიაგნოს გამოსავალს, რომელსაც ეძებდა. თუმცა საქმე ის არის, რომ პასუხს ის მხოლოდ მაშინ იპოვის, როდესაც თავის შეკითხვას გააცნობიერებს.
ამ მდებარეობის ერთერთი უმთავრესი სირთულე მენტალური ენერგიის ინტუიციისგან განცალკევების პრობლემაა. როდესაც ინდივიდი თავის წარმოსახვაში, აზრებსა და ფანტაზიებში იკარგება, მან შეიძლება კონტაქტი გაწყვიტოს ცხად რეალობასთან. მას მიაჩნია, რომ სხვებს არ ესმით რამდენად მასშტაბურია მისი იდეები, რომელსაც გამოხატავს. თუმცა საქმე ის არის, რომ მან შეიძლება ისეთი რაღაცები იცოდეს და ესმოდეს, რაც სიტყვებს ბევრად აღემატება. ამ მიზეზით, როდესაც ინდივიდი თავისი იდეების ხმამაღლა გახმოვანებას ცდილობს, ის გრძნობს, რომ კარგავს თავად იდეის არსს.
მან ამ ინკარნაციაში კოსმიური იდეალიზმის იდეა მოიტანა, რაც თავად მას რთულად ასახსნელად მიაჩნია. ის ხშირად განიცდის საფუძვლიან კონფლიქტს სამყაროსთან შერწყმასა და მისგან გასხლტომას შორის. ის არ თვლის რომ ღირსია, ადამიანებმა მიიღონ, მაგრამ, იმავდროულად, სურს იცოდეს, წარმოადგენს თუ არა საზოგადოებისგან მიღება და დაფასება რაიმე რეალობას.
ამ მერკურისთვის ყველაზე კომფორტულია III ფაზა, სადაც თავის მშთანმთქმელ ვიბრაციებში შეუძლია თავიდან გაანალიზოს ყველაფერი, რაც განიცადა. ყველაზე მეტ დისკომფორტს უქმნის II ფაზა, როდესაც ფაქტობრივად განიცდის ყველაფერს, რაც პირველ ფაზაში თვალწინ უელავდა, რადგან ამ დროს ყველაზე ნაკლებად შეუძლია გამოხატოს თავისი წარმოსახვა და გამოავლინოს შემოქმედებითი ორიგინალობა.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“