რეტროგრადული მერკური კირჩხიბში

რეტროგრადული მერკური კირჩხიბში

ამ მდებარეობისას ინდივიდი ყველაზე ჰარმონიულად გრძნობს თავს III ფაზაში, როდესაც შეუძლია შთანთქოს ყველა სხვა ინდივიდის ცნობიერება, ვინც  მის  მეხსიერებას  უკან აბრუნებს. მისი გონება და ემოციები იმდენად გადაჯაჭვულია, რომ აზრები შობენ გრძნობებს და პირიქით, გრძნობები შობენ აზრებს.  ეს ყველაფერი კი იმდენად ღრმად არის ჩაბეჭდილი წარსულ გამოცდილებაში, რომ ის მუდმივდ ცდილობს ბავშვობის აღდგენას. ამიტომ, მის შემთხვევაში, საბავშვო აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვობის განცდები მთელი ცხოვრება მიჰყვება და ძლიერ გავლენას ახდენს მასზე.

ეს ადამიანი  ძალზედ მგრძნობიარეა და აუცილებლად საჭიროებს დამოუკიდებელ აზროვნებას, ემოციურ უსაფრთხოებასა და საიმედოობასთან ერთად. ამ ბალანსის მიღწევა საკმაოდ რთულია, რადგან როდესაც ემოციური უსაფრთხოებისთვის  სხვებს ეყრდნობა, ის ძალაუნებურად კარგავს აზროვნების დამოუკიდებლობას.

ის მარტივად შეიძლება იქცეს საკუთარი აზრების ტყვედ, რაც არაერთ ნერვოზულ კომპლექსამდე მიიყვანს, რისგანაც განთავისუფლებაც შეუძლებელია. მას ძალიან უჭირს წარსულის დამარხვა და წინ, თავისუფლად და ლაღად მოძრაობა.  ის განსაკუთრებულად მიდრეკილია საკუთარი ემოციების ანალიზისკენ, რითაც ხელს უშლის ემოციების ბუნებრივ დინებას. ამიტომ, ის ხშირად აძლევს ნეგატიურ განწყობას მასზე გაბატონების საშულებას, როდესაც, თითქმის გაუაზრებლად, გადაჭარბებულად დიდ მნიშნველობას ანიჭებს ემოციებს.

მან ამ ინკარნაციაში ბევრი დამოკიდებული აზრი გადმოიტანა წარსულიდან. ზუსტად ამ აზრების მეშვეობით, ის კვლავ აგრძელებს შვილი-მშობლის როლების გათამაშებას ყველასთან, ვისთანაც კავშირს ამყარებს. რადგანაც ერთდროულად ეძებს ემოციურ და მენტალურ დაკმაყოფილებასაც.  ამიტომ, თუ რომელიმე აკლია, თავს  არასრულფასოვნად გრძნობს. მას არ ესმის ზრდის კონცეფცია და მიაჩნია, რომ არ შეუძლია ცხოვრების ადრეული ფაზებიდან განთავისუფლება.

სამაგიეროდ, ზრდასრულ ასაკში ის ბრწყინვალე ურთიერთგაგებას აყალიბებს ბავშვებთან, რაც ამ მდებარეობის ყველაზე ძლიერ მხარედ ითვლება.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top