რეტროგრადული მერკური კუროში

რეტროგრადული მერკური კუროში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს III ფაზაში. ვენერით მართული კუროს მშთანთქმელი ხასიათი საშუალებას აძლევს იმყოფებოდეს წარსულის გადახედვის  საიმედო კომფორტში, რომელიც მან უკვე განიცადა. ის დინჯი და ფრთხილი მოაზროვნეა.  მოქმედების დასრულების შემდეგაც კი, მენტალურად ყოველთვის უკან  ბრუნდება, რათა დარწმუნდეს, რომ მართალი იყო. ხანდახან  იმდენად დიდხანს ფიქსირდება აზრზე,  შეიძლება აკვიატებულ იდეადაც  ექცეს. ის ყოველთვის აცნობიერებს მეტყველების გრძნობით ნაწილს (და არა მის მენტალურ ინტერპრეტაციას), და  ძალისხმევას არ იშურებს ამ გრძნობის გადასაცემად. ამიტომ, რეტროგრადული მერკური კუროში საჭიროზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვებს.

მას არ უყვარს შთაბეჭდილების მოხდენა სხვებზე. მართალია, საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებული შინაგანი განცდა აქვს, მაგრამ რეალურად ძალიან ინტროვერტულია. სამაგიეროდ,  დინამიური მენტალური ზრდა სწადია და მზადაა ბეჯითად იმუშავოს ამისთვის. ის თავს არიდებს ყველაფერს, რაც მარტივად ეძლევა. ამის ნაცვლად, გრძელ, საიმედო და სარწმუნო გზას ირჩევს.

მისი მღელვარება ფულზე და მომავლის შიშები იმ პრობლემების კარმული სიმბოლოებია, რომელიც მან  წარსულში უკვე გადაიტანა. ახლა ის კვლავ აცოცხლებს მთელ თავის აზრებს არასაიმედოობაზე, რათა თავი დაირწმუნოს, რომ უსაფრთხოდაა. ის ხშირად ელაპარაკება თავის თავს, უსმენს საკუთარი ხმის ჟღერადობას, რომ ბოლომდე დარწმუნდეს საკუთარ საამედოობაში. მას უყვარს იმაზე ფიქრი, რა განიცადა, რა იყო ლოგიკური და პრაქტიკული, რამ განაპირობა მისი ზრდა. ამ ყველაფერს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა მისი ყველაზე დიდი ძალა, წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი, გააზრებული კონსტრუქციულობაა. მას მართლაც უზარმაზარი აღმშენებლობითი ზეგავლენის მოხდენა  შეუძლია, განსაკუთრებით I ფაზაში, როდესაც თავის აზრებს ზუსტად იმ ადამიანებს უზიარებს, ვინც იცის, როგორ შეასხას ხორცი მის იდეებს.

 

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია”

 

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top