რეტროგრადული მერკური ლომში

რეტროგრადული მერკური ლომში

ამ მდებარეობის ყველაზე ჰარმონიული პერიოდი I ფაზაა.  აქ ინდივიდი ცდილობს აქტიურად გამოასხივოს საკუთარი ავტორიტეტული აზრები სხვების წინაშე, რათა დაეუფლოს მომავალს ახლა. ის მუდმივიდ ფიქრობს, როგორ აჯობოს ხვალინდელ გამოწვევებს და დაბრკოლებებს. მთელ მის ენთუზიაზმში გადამლაშების ძლიერი მიდრეკილება იკითხება. უზარმაზარი სიამაყის გამო, ის მდუმარედ ეჭვიანობს ყველა დიდ მიღწევაზე, რომელშიც პერსონალურად მონაწილეობა არ მიუღია. ლოგიკურად, მისთვის ყველაზე ნაკლებ კომფორტულია III ფაზა, როდესაც ვერ გრძნობს თავს ყველა იმ პროცესის მონაწილედ, რაც მის გარშემო ხდება.

წარსული ცხოვრების აზრები, ძალასა და ძალაუფლებაზე, კვლავაც ჟონავს მის ცნობიერებაში, რაც მას დიადი მიღწევებისკენ უბიძგებს. ეს აზრები იმდენად ძლიერია, ხანდახან ინდივიდი ფიქრობს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. სავარაუდოდ, მის ერთერთ წარსულ ინკარნაციაში ასეც იყო  და რადგან  წარსულს, შეცდომით, აწმყოდ აღიქვამს, ის ცდილობს ეს ზეწოლა თავის ცნობიერ აზროვნებას მოარგოს ამ ცხოვრებაში.

მას ძალიან უყვარს ყურადღება, რომელსაც უხვად იღებს I ფაზაში და რაც ასე აკლია III ფაზაში, როდესაც შინაგანი სიამაყე ხელს უშლის საკუთარი მოთხოვნების დანახვაში. თუმცა რომელ ფაზასაც არ უნდა განიცდიდეს, ის ბევრს აგროვებს შიგნით. მართალია, წინა ინკარნაციებში მან საკმარისად ფართოდ აზროვნება ისწავლა, რომ გადააბიჯოს ვიწრო სტრუქტურების ან წვრილმანი იდეების საზღვრებს, მაგრამ რეტროგრადული პროცესის იმედგაცრუება ართულებს აქტიურ ექსპრესიას.

მისი ყველაზე ძლიერი  თვისება სიტუაციის მთლიანობაში შეფასების უნარია, როდესაც სხვები მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს ხედავენ.

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top