ის ჭეშმარიტად დაკარგული სულია, რომელიც დიდ დახმარებას საჭიროებს სხვა ადამიანებისგან, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის პოვნა სწადია მენტალური მოგზაურობის უზარმაზარ სივრცეებში. წარსულ ინკარნაციაში ის მაძიებელი იყო, თუმცა მისმა კლაკნილმა ხეტიალმა ჯერ კიდევ ვერ შექმნა ათვლის ძირითადი სისტემა, სადაც მოპოვებული ინფორმაციის კატალოგს განათავსებდა. ის კვლავ ცდილობს მოიცვას რაც შეიძლება მეტი, იმდენად რომ ხშირად არც კი იცის, საიდან დაიწყოს საუბარი ან რისი განხილვა არის დროის კონკრეტულ მონაკვეთში მართებული.
ეს მდებარეობა ხელს უშლის კონცენტრაციას, რადგანაც როდესაც ინდივიდი ცდილობს ღრმად ფოკუსირდეს კონკრეტულ თემაზე, მის აზრებს ყოველთვის გარეგამაღიზიანებელი ფაქტორები წყვეტს, რაც აგრძნობინებს, რომ ყველაფერი, რაზეც ის ფიქრობს, დიდ ყურადღებას არ იმსახურებს. ამიტომ, ეს ადამიანი ბევრ პრობლემას მოუგვარებლად ტოვებს. ეს დიდ სარგებელს მიიღებს მიწის ნიშნებისგან, რომელთაც მისთვის სტაბილურობის შეთავაზება შეუძლიათ, რასაც ასე ძალიან საჭიროებს.
ყველაზე დიდ სირთულეს მაშინ აწყდება, როდესაც ცდილობს გონებით ჩაწვდეს ყველაფერს ცისქვეშეთში, რომ მიღებული ინფორმაცია წარსულში გადაუწყვეტელი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოს. სირთულე კი ის არის, რომ ინდივიდი ინფორმაციას ზედაპირულად მოიპოვებს, რის გამოც ძალიან უჭირს მისი პრაქტიკული გამოყენება ამა თუ იმ სფეროში. სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საკუთარი თავი მიმდინარე ცხოვრებაში კოსმიურ დონემდე აამაღლოს, ის ცდილობს იუპიტერული სიბრძნე, რომელიც დიდებულ კოსმიური ჭეშმარიტებებს განასახიარებს, საკუთარი წარსულის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოს.
მას არ უყვარს, როდესაც სხვები საკუთარ აზრებს თავზე ახვევენ. ის აქტიურად იყენებს თავის მენტალურ დამოუკიდებლობას წარსულში დაშვებული უსამართლობის გამოსასწორებლად. წესით, იუპიტერის გავლენა უნდა აბნევდეს მერკურის, რომ მან ამის გაკეთება ვერ შეძლოს, მაგრამ ინდივიდი მცდელობებს არ წყვეტს. მაშინაც კი, როდესაც აწმყოში შეაბიჯებს, ის მიდრეკილია უზომოდ გადააჭარბოს ფიქრები წარსულზე.
რეტროგრადულ მერკურის მშვილდოსანში სამივე ფაზა რთულად გადააქვს, რადგან ის ვერასდროს განიცდის საკმარის სტაბილურობას, რომ ცხადი და ნათელი აზროვნება ცხოვრების ბუნებრივ წესად აქციოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი მისტიური მაცნეა ყველასთვის, ვისაც ცხოვრების გზაზე ხვდება.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“