რეტროგრადული მერკური ნათალურ რუკაში

რეტროგრადული მერკური ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

ტრადიციულად, მერკურის კომუნიკაციის ყველა ფორმის მმართველობას მიაწერენ. მისი სიმბოლო, ფორმირებული სულის წრე, რომელიც სამშვინველის  ნახევარწრესა და მატერიის ჯვარს შორის მდებარეობს, იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი თავის  სამ  არსებით შემადგენელ ნაწილს შორის თანხმობას მაშინ აღწევს, როდესაც ხვდება, როგორ ერთიანდებიან ისინი  შემოქმედებით თვითგამოხატვაში.

ნახევარწრე წარმოადგენს სამშვინველის სიმბოლოს, რომელიც აქტიურად იღვრება სულში, ის კი, თავის მხრივ, ცდილობს გარეგნულად გამოხატოს თავი, როდესაც საკუთარი იდეები ქვემოთ, მატერიის ჯვარში ჩამოაქვს.  იმისათვის, რომ ამ პროცესმა იმუშავოს, ადამიანმა უნდა მიაღწიოს შემეცნების იმ დონეს, რომელზეც მიხვდება, რომ ყველანაირი  ცოდნა უმაღლესი სიბრტყეებისგან მომდინარეობს და თანდათან ჟონავს უმდაბლეს სხეულში.  როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმყოფება, მთელი მისი ცოდნა სამშვინველში  ისახება, შემდეგ შედის/ჩამოდის სულში  და მხოლოდ შემდეგ ეძებს გარეგან  გამოვლინებას სხეულის მოქმედებით და რეაქციებით იმ ფორმებზე, რომელსაც თავის გარშემო ხედავს. ამრიგად, ადამიანის თვითგამოხატვა ძლიერ არის დამოკიდებული  მის აღქმაზე. აღქმა კი უმეტესწილად  მერკურის მმართველობის სფეროში იმყოფება.

ადამიანი მერკურის საკუთარი  სამშვინველის შესაცნობად, სულის  გამოსახატად ან სხეულის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყენებს. ინდივიდი შეიძლება  თავს გამოხატავდეს  მთლიანად თავის ღვთაებრივ არსებაზე დაყრდნობით და ამგვარად, სამყაროს აღიქვამდეს, როგორც სამშვინელის გამოცდილებას. ან აქტიურად ცდილობდეს თვითგამოხატვას თავისი სულის მეშვეობით. მაშინ სამყაროს მისეული აღქმა კაშკაშა და მოძრავი კალეიდოსკოპის შეფერილობას მიიღებს. და მესამე შესაძლებლობა, გამოხატოს თავი ფიზიკური მოთხოვნების განხორციელებით. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში  წინა პლანზე წამოიწევს სამყაროს მატერიალური აღქმა.

ადამიანს, რომელმაც უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, ნამდვილად შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ  უმეტესობა  თვითგამოხატვისთვის მხოლოდ ერთ მიმართულებას ირჩევს, როგორც დანარჩენ ორზე აღმატებულს.

რეტროგრადული  მერკურის  შემთხვევაში, სიმბოლოს ინვერსია(ამოტრიალება) ხდება და მატერიის ჯვარი თავზე ექცევა. შესაბამისად, ასეთი ინდივიდისთვის ყველაზე საინტერესო  თავისი ცხოვრების და მისი გარემომცველი ნივთების მატერიალური ფორმაა. შემდეგ, აღქმის მეშვეობით, ის ააქტიურებს სულს. და ბოლოს, როდესაც შესაბამისი ფორმა მიღწეულია და სულიც გააქტიურებულია, ინდივიდი ფორმით კმაყოფილია. მაშინ ის თავს საშუალებას აძლევს შეიმეცნოს სამშვინველი.

მერკურის სიმბოლოში განსახიერებული  სამშვინველის, სულისა და მატერიის სამება მას ყველაზე მნიშვნელოვან პლანეტად აქცევს, იმ თვალსაზრისით, როგორ აღიქვამს ინდივიდი მთელ თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

 

 

ინდივიდუალიზმი

როდესაც ინდივიდის ჰოროსკოპში მერკური რეტროგრადული აღმოჩნდება, მის  გონებას უნარი შესწევს დაიჭიროს უნივერსალური ცნობიერების იდეები წარსული დროებიდან. ჩვეულებრივ, თავად ინდივიდი ამას ვერ აცნობიერებს. სამაგიეროდ, მშვენივრად ხვდება, რომ შეუძლია ნებისმიერს გააგებინოს ყველაფერი, რაც თვითონ იცის. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია მერკურის ინვერსირებულ სიმბოლოსთან, სადაც მატერიის მნიშვნელობა აღემატება სულისა და სამშვინველის მნიშვნელობას. სწორედ ამ მიზეზით, იდეების ფორმას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

გარდა ამისა, ინდივიდის  მენტალური ტალღის სიგრძე ყოველთვის მცირედ განსხვავებულია საზოგადოებაში მიღებულისგან. მისი აზრობრივი პროცესები უსასრულო ჩანაწერებივით მეორდება, რის შედეგადაც მისი შემოქმედების უმეტესი ნაწილი წარმოდგენილია, როგორც ასლი იმისა, რაც მან უკვე შექმნა. როდესაც ის საუბრობს, მას უჭირს ზუსტი ტელეპატიური სურათების პროეცირება, რომელიც მის აზრებს გადმოსცემენ. ამრიგად, მას ხშირად ექმნება ისეთი განცდა, რომ არასწორად გაუგეს. იმავდროულად, მას ძალიან უკვირს, რატომ ვერ ხედავენ სხვები გარესამყაროს ისე, როგორც ის.

ინდივიდი, რეტროგრადული მერკურით, თავს უფრო გარიყულად გრძნობს საზოგადოებისგან, ვიდრე დირექტიული მერკურის მფლობელი. ამიტომ, ის  სასოწარკვეთილად ცდილობს გაამყაროს კონტაქტები ადამიანებთან, ზედმეტად აქცენტირებულად გადმოსცემს თავის იდეებს, რითაც ხშირად იწვევს ადამიანების გაღიზიანებას. ვინაიდან  საზოგადოებაში თავს შებოჭილად გრძნობს, ის მაქსიმალურად  ცდილობს სხვების კეთილგანწყობის მოპოვებას. მიუხედავად ასეთი კონტაქტურობისა, ოდნავი მიუღებლობის მინიშნების შემთხვევაშიც კი, საკმაოდ მარტივად ნებდება. საბოლოო ჯამში, ინდივიდი ასკვნის, რომ თავდაჯერებისთვის მას მეტი დისტანცია და მიუკერძოებლობა სჭირდება.   ქცევის ამ ტიპს სხვები ხშირად განმარტავენ როგორც „სიცივეს“. მაგრამ ეს უბრალოდ რეტროგრადული მერკურის ვიბრაციაა, რომელიც ძალიან თვალსაჩინო დისჰარმონიაში დირექტიული მოძრაობის  ვიბრაციასთან. მოჩვენებითი კედლის მიღმა, ეს ინდივიდი გაცილებით მგრძნობიარე და მოწყვლადია, ვიდრე მის გარშემომყოფთა უმეტესობას წარმოუდგენია. როდესაც პირველი კონტაქტის ბარიერი გადალახულია, რეტროგრდული მერკურისგან უზარმაზარი გაგება და ინტუიცია მომდინარეობს. თუმცა რეტროგრადული ინდივიდი არასდროს  ეწერება გარშემომყოფთა შეფასებებსა და იდეებში.

საინტერესოა, რომ რეტროგრადული მერკურის ხშირად ვაწყდებით მუსიკალურ ტალანტესბს შორის. შესაძლოა ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციაში არსებული პრობლემები განაპირობებს მათ   კომუნიკაციის სხვა (მუსიკალურ)  ფორმაში მოსვლას, სადაც მენტალურ-ემოციური თვითგამოხატვისთვის  გაცილებით მეტი თავისუფლებაა.

ეს ინდივიდი შესაძლოა ბრწყინვალე სტუნდენტი იყოს ისეთ სფეროებში, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს. შეიძლება, სხვებთან  შედარებით, მეტი დრო დასჭირდეს იდეებისა და პრინციპების დასაჭერად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ბევრად ღრმად გაიგებს საგანს, ვიდრე დირექტიული მერკურის მფლობელი. ეს იმის გამო ხდება, რომ რეტროგრადულ მერკურის პრაქტიკულად არაფრის იგნორირება არ შეუძლია. სწავლის დროს, ის არასდროს ახტება მისთვის გაუგებარ მონაკვეთებს. რეტროგრადული მერკური იქამდე  უბრუნდება საეჭვო საკითხებს, სანამ  პასუხი მისთვის სრულიად ნათელი  გახდება.

მარტივად სწავლობს ისტორიას. ადამიანური ბუნების კვლევა წარსულში საშუალებას აძლევს მიხვდეს, როგორ პროგნოზირებადად შეიძლება მოქმედებდეს ადამიანი მომავალში. და ვინაიდან მიდრეკილია სწავლებისკენ, მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეაგნებინოს  წარსულის დეტალები, რომლებიც აუცილებელია აწმყოში. ის გულმოდგინედ ცდილობს თავსატეხის ყველა ნატეხი თავის ადგილზე განათავსოს, მთლიანი სურათის აღსაქმელად.

მის გარშემომყოფებს ხშირად ექმნებათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ ინდივიდი ყოველთვის ებრძვის მოვლენების ბუნებრივად განვითარებას. ძალიან იშვიათად, რომ მას სწორად გაუგონ. დაგროვილი გაუგებრობა ნერვოზულობას და გაღიზიანებას იწვევს. ინდივიდი იძულებული ხდება გაერიდოს მათ, ვისთან სიახლოვეს ისურვებდა.

რადგან რეტროგრადული მერკური  სასარგებლო  იდეებს  წარსულიდან იღებს, ის მიდრეკილია კონტაქტში შევიდეს ისეთ ინდივიდებთან, რომლებიც იმდენად სწრაფად გარბიან მომავალში, რომ ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ტოვებენ უყურადღებოდ. სწორედ მას შეუძლია შეუვსოს ეს ცარიელი ინტერვალები, როგორც კი ისინი მის მოსასმენად შეჩერდებიან.

რადგან ინდივიდი, რეტროგრადული მერკურით, ერთდროულად დროის რამდენიმე პერიოდშია,  ის ძაბრივით მოქმედებს. მას ყოველთვის აქვს მნიშვნელოვანი შეტყობინება, მაგრამ მის გადაცემას თავს არიდებს, თუ ვერ გრძნობს, რომ მოცემულ მომენტში მას მიიღებენ და გაუგებენ.

სექსუალობის სფეროში ეს მდებარეობა ართულებს კომუნიკაციას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. გარკვეულ (დამატებითი მაჩვენებლების) შემთხვევებში შეიძლება იყოს ჰომოსექსუალიზმის სიგნიფიკატორიც, განსაკუთრებით თუ  კონიუქციას ან კვადრატურას ქმნის VIII სახლის მარსთან, ვენერასთან ან ნეპტუნთან ან ნებისმიერი ასპექტი აქვს ურანთან.

 

 

 

კარმა

ინდივიდმა, რეტროგრადული მერკურით, მოუგვარებელი ურთიერთობების კარმა უნდა გადაწყვიტოს. საქმე ის არის, რომ ის გარშემომყოფებზე ისე რეაგირებს, როგორც ადამიანებზე მისი წარსულიდან.  ამრიგად, მას ძალიან უჭირს თავისი ცნობიერების ფოკუსირება იმაზე, რაც „აქ და ახლა“ მიმდინარეობს. ძალიან ხშირად მას რთული ურთიერთობები აქვს ნათესავებთან. მაგრამ ურთიერთობის საკითხი ფართოდ სცდება ადამიანთა შორის ურთიერთობის მასშტაბს და მთელი სამყაროს, როგორც ერთი მთლიანობის აღქმას მოიცავს.

რეტროგრადულ მერკურისთან ხშირად ვხვდებით „ამოყირავებული რეალობის“ პრობლემას. ინდივიდს ძალიან უჭირს ურთიერთკავშირის მიკვლევა მიზეზსა და შედეგს შორის.

ის თავად ცხოვრების არსს იკვლევს, თუმცა ხშირად უმარტივეს კავშირს ვერ ამჩნევს ნივთებს, გარემოებებსა და ადამიანებს შორის. ის იკარგება მისთვის გაუგებარ ფიქრებში, მან უნდა ისწავლოს მარტივი რაღაცებით ტკბობა, რომელსაც  ცხოვრება სთავაზობს. ის იმდენად გატაცებულია  მისთვის გაუგებარია საკითხების კვლევით, რომ თითქმის ყოველთვის მხედველობიდან  რჩება ყველაზე თვალსაჩინო საკითხები.

კარმული თვალსაზრისით, ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი ყურადღების კონცენტრაცია აწმყო რეალობაზე და არ დაიკარგოს იმ შრეებში, რომელსაც სუბიექტურად აღიქვამს.    როდესაც  ამას მოახერხებს, ის შეძლებს ზუსტად განსაზღვროს „აქ და ახლა“ ათვლის წერტილი. ზუსტად  ამის მეშვეობით მოახერხებს საკუთარი აღმოჩენების გარესამყაროში გამოხატვას.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“

II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top