რეტროგრადული მერკური სასწორში

რეტროგრადული მერკური სასწორში

ეს რეტროგრადული მერკურის ერთერთი ურთულესი მდებარეობაა. I და III ფაზის განმავლობაში ინდივიდი ვერ გრძნობს თავს წონასწორობაში, რაც სასწორის ნიშნის უმთავრესი მოთხოვნაა. ამიტომ, ის ყველაზე ჰარმონიულად გრძნობს თავს II ფაზაში, როდესაც აწმყოში ერთდროულად განიცდის ცოტას წარსულიდან და ცოტას მომავლიდან. ეს ფაზა მას კონკრეტული მიმართულების არარსებობით ხიბლავს. ლოგიკურია, რომ ამ მდებარეობას მერყეობის კარმა შემოაქვს აზროვნებით პროცესებში.  ინდივიდის ახლობლებს ძლივს ესმით, რომელ მოსაზრებას ემხრობა ის. მან თავადაც არ იცის, სად მიიყვანს  ესა თუ ის  გადაწყვეტილება. მას ყოველთვის აინტერესებს, მოიწონებდნენ თუ არა მის ამჟამინდელ არჩევანს, ადამიანები მისი წარსულიდან.

ხანდახან, თუ ამ მდებარეობის რეტრომერკური ცუდად არის ასპექტირებული, ადამიანი სიჯიუტეს ავლენს და არც პატიოსნებით გამოირჩევა. საქმე ის არის, რომ ის დიპლომატიასა და ტაქტს სიმართლეზე მაღლა აყენებს.

მიმდინარე ინკარნაციაში ინდივიდი მშობლებთან კონფლიქტს განიცდის. ის ზრდასრულ მდგომარეობაშიც არ წყვეტს მშობლებთან ჰარმონიის დამყარების მცდელობაზე ფიქრს. ფაქტობრივად, ის იგივეს გაკეთებას ცდილობს ყველასთან, ვისაც ცხოვრებაში ხვდება. თუმცა ეს ინდივიდი ერთმანეთში ურევს აზროვნებასა და გრძნობებს  და შეიძლება თვითგამოხატვისაც ეშინოდეს. ის ხშირად ფიქრობს, რომ თუ საკუთარ თავს გამოხატავს, მას არ მიიღებენ ისინი, ვისი სიყვარულის დამსახურებაც სწადია. ამან შეიძლება „ვარდისფერი სათვალის“ გაკეთებისკენ უბიძგოს. მაშინ ის ყველანაირად ეცდება თავი აარიდოს პერსონალურ პასუხისმგებლობას საკუთარ აზრებზე.  ამიტომ, მას ძალიან უჭირს საკუთარი იდენტობის სწორად გაგება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ზუსტად ამის წყალობით, ის ძალიან დადებით გავლენას ახდენს სხვების გაწონასწორებაზე, რადგან  შეუძლია მყისვე ჩააყენოს თავი ხან ერთი, ხან მეორე ადამიანის მდგომარეობაში, რომ სიტუაცია ყველა მხრიდან დაინახოს.

 

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top