რეტროგრადული მერკური  V სახლში

რეტროგრადული მერკური V სახლში

აქ ინდივიდი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს I ფაზაში, თუმცა  სამივე ფაზა იმედგაცრუებაა მისი ცხოვრების სტილში. ის დიდ სირთულეებს განიცდის მენტალური ენერგიის ფოკუსირების თვალსაზრისით, თუმცა კი ყოველთვის აგრძელებს კარმაზე მუშაობას და სწავლას, როგორ აქციოს თავისი მენტალური სიბრტყე შემოქმედებითად ნაყოფიერად.

ამ ინდივიდს ცნობისმოყვარეობა აიძულებს წინ გადახტეს უთვალავ იდეათა სამყაროში. თუმცა მისთვის გაცილებით მარტივია იფიქროს შემოქმედებაზე ან სხვებს უამბოს, რის შექმნას ისურვებდა, ვიდრე რეალურად ხორცი შეასხას თავის პროექტებს.

ის ძლიერ სექსუალურ დაძაბულობას განიცდის, რადგან ენერგია მუდმივად იღვრება მის მენტალურ ცენტრებში. ვინაიდან  მას ახალგაზრდა ადამიანები უფრო იზიდავს, ის თვლის, რომ  I ფაზის თვისებების გამოსხივება უფრო უპრიანია, ვიდრე რეტროგრადულობის ბუნებრივად ინტროვესიული ტენდენციების. თავისი ასაკის ან უფროსი ადამიანების კომპანიაში ის უფრო თავშეკავებული და დათრგუნულია. ეს თვისება აქ გაცილებით გადაჭარბებულია (სხვა სახლებთან შედარებით), რადგან ის მუდმივ შიდაკონფლიქტს განიცდის _ იყოს მსახიობი თავისი ცხოვრების ცენტრში თუ იყოს მაყურებელი, რომელიც სხვებს აკვირდება.

მას იზიდავს რომანტიული თავგადასავლების კითხვა, წარმატებისა და  აღზევების ისტორიები, თუმცა ძალიან უჭირს საკუთარი ცოდნის და გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება პრაქტიკაში. ის ხშირად ფიქრობს, რომ მეტის გაკეთება შეუძლია და ზუსტად ეს უბიძგებს სულ უფრო და უფრო შორს ისწრაფოს მომავლისკენ. როდესაც ეს ინდივიდი უკან იყურება, რაც რეტროგრადულობის ბუნებრივი თვისებაა, მას თვალწინ უელავს განვლილი ცხოვრება და თითქმის ყოველთვის გული წყდება, რამდენი რამის გაკეთებას ისურვებდა და  ცოტა  გააკეთა წარსულში. მან უნდა ისწავლოს ამ მენტალური სურათებით გამოწვეული იმედგაცრუების გადალახვა, რადგან სწორედ ეს უშლის ხელს იყოს ის, ვინც  სურს რომ იყოს.

ზოგიერთი ადამიანი, მერკურის ამ მდებარეობით, თავს არიდებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, რადგან ბავშვობის პრობლემები კვლავ პროეცირდება საპირისპირო სქესის ინდივიდებზე აწმყოსა და მომავალში. ამას გარდა, არსებობს პროექციის ტენდეციაც, როდესაც ინდივიდს თავისი ბავშვობის შეუსაბამობები, გარკვეულ მოთხოვნებთან, საკუთარ შვილებზე გადააქვს.

ამ მდებარეობის კარმა ინდივიდისგან მოითხოვს იმ ყველაფრის გააზრებასა და ორგანიზაციას, რაც მან წარსულში გააცნობიერა.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top