რეტროგრადული მერკური ტყუპებში

რეტროგრადული მერკური ტყუპებში

ტყუპების მუტაბელურობისა და ადაპტაციის წყალობით ინდივიდი  მშვენივრად ერგება სამივე ფაზას. ის ძალზედ კომფორტულად გრძნობს თავს მთელი რეტროგრადული პროცესის განმავლობაში, ნიშნის ორობითული ბუნების გამო, რომელიც ქამელეონივით იცვლის თვისებებს გარემოსთან შესაბამისად.

ინდივიდი ფაქტობრივად აზროვნების სხვადასხვა სიბრტყეში ერთდროულად იმყოფება და ეს უნარი  მას საუკეთესო თვალთმაქცად აქცევს. ის შეუძლება უჩვეულოდ დინამიური „გადამცემი მექანიზმი“ იყოს, იმ შემთხვევაშიც, თუ  მისი აზრები ხანდახან მოუწესრიგებელია. ეს იმით არის განპირობებული, რომ მას ძალიან უჭირს სხვადასხვა საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება. სამაგიეროდ, შესანიშნავად ხედავს იდეის არსს.

მას შეუძლია მუსიკისა და პოეზიის შეთხზვა, მაგრამ ხანდახან, საკუთარი მენტალური უნარების გამოცდის მცდელობაში,  თავი ლაბირინთში შეჰყავს.

ზოგადად, რეტროგრადული მერკური და-ძმებთან დაკავშირებულ კარმაზე მეტყველებს. მით უმეტეს ტყუპების ნიშანში.  თუ მსგავსი პრობლემები მიმდინარე ცხოვრებაშიც გრძელდება, ინდივიდი კვლავ ცდილობს წარსული ინკარნაციის პრობლემების ამ ცხოვრებაში მოგვარებას, დღევანდელი „მსახიობების“ დახმარებით. მისი კარმა ადამიანებთან მენტალურ ურთიერთქმედებას უკავშირდება და ყველაფერი, რასაც ამ სფეროში განიცდის, მისი სწავლის ნაწილია, რომ  უკეთესად გაიგოს თავისი ორობითული შინაგანი ბუნება.

მისი ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ „დაბადებიდან სტუდენტია“. მართალია, სწავლაში უფრო დიდი დრო ეხარჯება, ვიდრე დირექტიულ მერკურის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას გაცილებით უფრო ღრმა დონეზე ესმის ნასწავლი.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top