აქ ადამიანი მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს მერკურის მმართველობით. ქალწულის მუტაბელური თვისებები საკმარისად ჰარმონიულად ეთავსება მერკურის უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას, რომ ინდივიდმა რეტროგრადულობის სამივე ფაზაში კომფორტულად იგრძნოს თავი. და მაინც, ყველაზე ნაკლებ კომფორტს I ფაზაში განიცდის, როდესაც, მოვლენების გასწრების სურვილით, ცდილობს წინ ისკუპოს, მაგრამ რეალობაში ვერ ახერხებს იმ ყველაფრის განხორციელებას, რასაც ისურვებდა. ეს მშვენივრად ხსნის მერკურის ამ მდებარეობის გარკვეულ ნერვოზულობას, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება I ფაზაში. ამის გამო, ინდივიდი შედარებით დიდხანს რჩება II ფაზაში, როდესაც მას შეუძლია გამოავლინოს მისთვის დამახასიათებელი თვისებები. ბოლო ფაზაში კი, როდესაც ინდივიდმა ყველაფერს უნდა გადახედოს, რაც დაასრულა, ის უზომო კრიტიკულობას ავლენს.
როგორც ჩანს, ის ძალზედ მკაცრ და ცივ პოზიციას ემხრობა და სრულ შეუწყნარებლობას ავლენს უწესრიგობის მიმართ. მან ასევე შესანიშნავად იცის, რა არის სწორი და რა არასწორი და როგორ უნდა წარმართონ სხვებმა თავიანთი ცხოვრება. თუმცა არეული ურთიერთობებთან დისტანცირებას ამჯობინებს,რადგან გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც მასსა და გარშემომყოფებს შორის განსაზღვრული დისტანციაა.
მართალია, მერკურის ასეთი მდებარეობა არც ისე კარგად აისახება პერსონალურ ურთიერთობებზე, სამაგიეროდ, ინდივიდს მეტად მოქნილ და მიუკერძოებელ აზროვნებას აძლევს. წარსულ ინკარნაციებში მიღებული გამოცდილებით, მან აითვისა აზროვნების მეტად დახვეწილი მეთოდები. მან ისწავლა, როგორ აითვისოს ყველა სირთულე საკუთარ თავსა და მთელს სამყაროში. ისწავლა სხვაობის დანახვა, როგორ მუშაობს სამყარო რეალობაში და როგორ შეიძლება იმუშავოს მის იდეებში. მან აღმოაჩინა, რომ ყველა სახეობის მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ახლოს იყოს მის დანახულ იდეალებთან, ვიდრე ადამიანური ურთიერთობების მექანიზმი. ამიტომ, ადამიანებთან ურთიერთობაში, ის ცდილობს აიძულოს ყველა და ყველაფერი, მის კომპიუტერული იდეალებში ჩაეწეროს, რაც, ბუნებრივია, მისი წარსული გამოცდილებით არის ჩამოყალიბებული. ლოგიკურად, მას არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავს და ვინც ჰყავს, მხოლოდ მკაცრი კონტროლით შერჩეული.
მისი სიხარული დამოკიდებულია პრობლემების გადაწყვეტის უნარზე, ისეთი დეტალების ჩათვლით, რასაც სხვები ვერ ხედავენ.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“