რეტროგრადული მერკური III სახლში

რეტროგრადული მერკური III სახლში

აქ მერკური „საკუთარ“ სახლშია. შესაბამისად, ის ბუნებრივ მოქნილობას ავლენს რეტროგრადული პროცესის სამივე ფაზის განმავლობაში. მენტალურად ძალზედ აქტიური ინდივიდია. მისი ენერგიის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია გარემომცველ ადამიანებთან ურთიერთგაგების მიღწევაზე. მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გარშემომყოფებს ესმოდეთ მისი. ის ხშირად წყვეტს სრულ თვითგამოხატვას, თუ გრძნობს, რომ მისი სიტყვები არასწორად ესმით. თუმცა კი ბევრის თქმას ისურვებდა. რეტროგრადულობის III ფაზაში, ის ბევრ ენერგიას ხარჯავს, როდესაც უკვე გამოთქმულ აზრებს უბრუნდება, რათა გადაამოწმოს, ზუსტად ისე გადასცა თუ არა აზრი, როგორც ჩაიფიქრა.

ყველაზე დიდ სირთულეს ადამიანებთან ურთიერთობაში მაშინ აწყდება, როდესაც ცდილობს შეათანხმოს საკუთარი და გარშემომყოფთა დროის აღქმა. არ არის გამორიცხული პრობლემები და-ძმებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან. ზოგადად, ამ მდებარეობას კონტაქტების ძლიერი კარმა შემოაქვს ამ ცხოვრებაში და რადგან ინდივიდი ყველა ტიპის ურთიერთკავშირით ინტერესდება ცხოვრებაში, (როგორც ნივთებს, ისე ადამიანებს შორის), მისი ტალღების სიხშირე მუდმივად იცვლება იმასთან შესაბამისობაში, რას ხედავს თავის გარშემო. ხანდახან ამან შეიძლება მოგვცეს ენის ბორძიკი ან მენტალური თვიგამოხატვის სხვა პრობლემები. ამიტომ, მიუხედავად მოქნილი მენტალობისა, ის დიდ სირთულეებს აწყდება გამოხატვისას.  მაგალითად, საუბრის პროცესში, სწორი სიტყვების შერჩევის მცდელობაში, შეიძლება აზრებში დაიკარგოს. აზრის გამოთქმის შემდეგ კი გულმოდგინედ აკვირდება თანამოსაუბრის რეაქციას, რომ მიხვდეს, გადავიდეს შემდეგ ფაზაში თუ იმავე ფაზაში დარჩეს.

მიუხედავად ყველაფრისა, ის ერთერთი ყველაზე ანალიტიკური მოაზროვნეა.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top