რეტროგრადული მერკური IV სახლში

რეტროგრადული მერკური IV სახლში

აქ ინდივიდისთვის ყველაზე კომფორტულია III  ფაზა, სადაც მას შეუძლია შთანთქოს ყველაფერი, რაც მის წარსულ მოგონებებს წარმოადგენს უსაფრთხოებაზე. ამრიგად, ის დიდ დროს ატარებს ამ უკუ, ინტროსპექციულ, მშთანთქმელ ფაზაში, სადაც თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს.

ამ ინდივიდის ცხოვრებაში ბავშვობა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან მისი აზრების უმეტესობა, მთელი ცხოვრების განმავლობაში, კონცენტრირებული იქნება იმ შეგრძნებებზე, რაც ადრეულ წლებში განიცადა.

ინდივიდს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ახლობელი ადამიანების (და განსაკუთრებით ოჯახის წევრების) მოთხოვნები აფერხებს მას. მაგრამ  მან სწორედ ისეთ გარემოცვაში უნდა გამოხატოს საკუთარი აზრები, სადაც უდავოდ თავდაჯერებულია. მთელი სამყარო კი ნამდვილად არ წარმოადგენს ასეთ უსაფრთხო სივრცეს. ის ყოველთვის ვერ ახერხებს თავისი ინდივიდუალიზმის, უნიკალობის და მიზნების სწორად გამოხატვას. ამის  ნაცვლად, ბავშვივით წუწუნებს იმაზე, რომ მისი ცხოვრება ისე არ იფურჩქნება, როგორც მას უნდა.

მისი კარმა აყოვნებს ინდივიდის მენტალურ პროცესებს ემოციური განვითარების ადრეულ სტადიებზე. ამრიგად, მას მხოლოდ  მაღალ ემოციურ დონეებზე  „დაბადება“ მოუტანს საიმედოობასა და თავდაჯერებას, რომ ადეკვატურად გამოხატოს თავი მენტალურ სიბრტყეში.

ის ერთმანეთში ურევს გავლენას და თვინიერებას, რადგან IV სახლის კარდინალურ ვიბრაციას განიცდის და იმავდროულად, იმდენად მოუმწიფებელია თვითგამოხატვისთვის, რომ კონფლიქტის გარეთ გამოტანას ვერ ახერხებს და შიგნით აკავებს. შეზღუდული მენტალური თვითგამოხატვა კი ნამდვილად ვერავის გააბედნიერებს.

ეს ძალიან რთული მდებარეობაა რეტროგრადული მერკურისთვის, რადგან ის სურათს წარსული ემოციური ფიქრების შეფერილობას აძლევს, რაც, ინდივიდის აზრების ბუნებიდან გამომდინარე, ან მისცემს მთელ ჰოროსკოპს გამოხატვის საშულებას ან  მნიშვნელოვნად შეაფერხებს ამ პროცესს.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top