რეტროგრადული მერკური  VI  სახლში

რეტროგრადული მერკური VI სახლში

აქ მერკური იმ სახლშია, რომელსაც მართავს. ამ სახლის მუტაბელური თვისებები ჰარმონიულად არის კომბინირებული მერკურის მოქნილობასთან, რომ ინდივიდს მახვილი ანალიტიკური მიდგომა მისცეს თავისი ცხოვრების ორგანიზებასთან.

მართალია, ინდივიდი ყველა ფაზაში კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ის მაინც გარკვეულ სირთულეებს განიცდის ადამიანებთან ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი სამსახურებრივ სიტუაციებში.  I ფაზაში ის ხშირად ცდილობს სხვებს შთააგონოს თავისი იდეები. III ფაზაში ის უკან ბრუნდება დროში, რომ კრიტიკულად გააანალიზოს, რამდენად კარგად განხორციელდა მისი იდეები. ადამიანთა რეაქციები მას ძალზედ კრიტიკულს ხდის. ის მუდმივად ფიქრობს, რომ მისგან რაღაცებს ელიან და თავს ვალდებულად თვლის  სხვების წინაშე. საკუთარი სამუშაო ჩვევების ორგანიზებისთვის, მან უნდა გაიგოს საბოლოო შედეგი და დაუბრუნდეს საწყის ნაბიჯებს. სწორედ ეს მიიყვანს დანიშნულების წერტილამდე.

ის შეიძლება ძალიან კრიტიკული იყოს საკუთარი თავის მიმართ და ბევრ დროს ხარჯავდეს ანალიზზე: გააგრძელოს შეფასება და განსაჯოს საკუთარი შინაგანი არსებობა თუ თავისი მენტალური ენერგია გარეთ მიმართოს, საკუთარი ნაკლოვანებების დაძლევის მცდელობაში მსახურების მეშვეობით. თუმცა არსებობს ისეთი პერიოდებიც, როდესაც სხვები ზურგს აქცევენ მის მსახურებას. ამიტომ, ეს ინდივიდი ხშირად განიცდის იმედგაცრუებას ადამიანებთან ურთიერთობაში.

მას ნივთების ორგანიზება უკეთესად ეხერხება, ვიდრე ადამიანების. ერთერთი ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ადამიანი თავის ცხოვრებას თავისივე შეზღდუვებით კაზმავს.  ხანდახან ის იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც, როგორც მას მიაჩნია, არ უნდა აეღო; ხანდახან იქით იწევს, საითაც არ უნდა წასულიყო.

ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში გარჩევადობის კარმა შემოაქვს, რომლის მეშვეობითაც, მუდმივად ცდილობს აიძულოს ყველა ადამიანი თუ ნივთი სამყაროს წესრიგის მისეულ გაგებაში მოაქციოს.

ის ბრწყინვალე მუშაკია. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში სადაც წარსულში შექმნილ პროცედურებს უნდა მისდიოს. თუმცა მეტი მოთმინების გამოჩენა მართებს „ადამიანურ ფაქტორთან“, რომ მისმა წესრიგის მაღალმა იდეალმა ნეგატიურ განცდებთან არ მიიყვანოს ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებთანაც მუშაობს და საზოგადოებასთან, სადაც ცხოვრობს.

 

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top