რეტროგრადული მერკური VII სახლში

რეტროგრადული მერკური VII სახლში

ეს ერთერთი ყველაზე რთული მდებარეობაა რეტროგრადული მერკურისთვის, რადგან ინდივიდის ანალიზის მცდელობები ყოველთვის შეფერილია იმით, რას ხედავს ის სხვა ადამიანების თვალებით. დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს, როდესაც უკან ბრუნდება და ყველაფერს, რაც განიცადა, იმის მიხედვით ახარისხებს, რამდენად წონასწორობაშია მისი განცდები იმ ადამიანების სიმპატიებსა და ანტიპატიებთან, ვინც უყვარს.

ის ხშირად განიცდის იმედგაცრუებას ქორწინების, კარიერისა და ოჯახის სფეროში, რადგან, უკან დაბრუნებისას, ცდილობს ყველა გარშემომყოფის იდეა ჰარმონიაში მოიყვანოს. ის ბრაზობს, რომ საკმარის დროს ვერ ხარჯავს საკუთარ თავზე ფიქრში.  ხშირად მისი სწორედ იმ ადამიანებს არ ესმით, ვისაც რაღაცას უხსნის, რადგან მისი ენერგია ფოკუსირებულია თანამოსაუბრეზე და არა თავად მასზე. ამის გამო, ადამიანებთან ურთიერთობაში ხშირად ხასიათდება ნერვოზულობით. ბუნებრივია, ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის საუკეთესო მხრიდან გამოხატვას.

მისი საქორწინო პარტნიორი გარკვეულწილად „მოზარდული“ ტიპისაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდი შეიძლება მართლა წარსულში თავისი დის ან ძმის თვისებებს ეძებდეს საქორწინო პარნტნიორში.

ზოგადად, საკმაოდ გაუბედავია. თუ რუკის სხვა ფაქტორები ძალიან ძლიერი არ არის, ინდივიდი მიდრეკილია  სხვებს დაეყრდნოს, რადგან არც ისე დარწმუნებულია დამოუკიდებლად მიღებული  გადაწყვეტილებების სისწორეში. იმავდროულად, მას შეუძლია გადაწყვეტიებების მიღება სხვების მაგივრად. ის ხშირად ხვდება დაპირისპირების სიტუაციებში, როგორც საწინააღმდეგო აზრების მომრიგებელი.

კარმულად, ის  თავისი იდეების ფოკუსის გაწონასწორებას გარშემომყოფთა მოთხოვნების მეშვეობით სწავლობს. ბუნებრივია, ეს ართულებს თვითგამოხატვას, მაგრამ მნიშვნელოვნად აძლიერებს სხვების გაგების უნარს.

ეს ადამიანი ხშირად ბრუნდება უკან, რომ თავიდან შეაფასოს იდეა, რომელსაც  სხვები ეს-ესაა  შეეჯახნენ. ამრიგად, მედლის ორივე მხარის შეფასებისას, საბოლოო ჯამში, მეტად სრული პერსპექტივის დანახვა შეუძლია.

ამ მდებარეობის სირთულე ის არის, რომ ადამიანი თავის ენერგიას  უპიროვნებო სახით იყენებს. მერკური პერსონალური პლანეტაა და რეტროგრადულ მდგომარეობაში ინტროვერტირებულია. თუმცა აქ,  VII სახლში ის ვერც პერსონალურად მუშაობს და ვერც ინტროვერსიულად. სწორედ ამაში იმალება იმედგაცრუების მიზეზი.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top