რეტროგრადული მერკური XI სახლში

რეტროგრადული მერკური XI სახლში

ეს მდებარეობა უფრო  მენტალურ თავისუფლებაზე მიუთითებსს, ვიდრე საკუთარი აზრების პრაქტიკულად გამოყენებაზე.  ფაზების გავლისას, ინდივიდი შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს სხვებისთვის  I ფაზაში. III ფაზაში ის  მეორე უკიდურესობაში ვარდება, ოცნებებში იძირება და იმაზე ფიქრობს, რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა.

ურანი (მერწყულისა და XI სახლის მმართველი) მუდმივ აღგზნებულ მენტალურ მდგომარეობას საჭიროებს, მერკური _ მუდმივ სტიმულაციას. ასეთი თანხვედრა ყველაზე მეტ დისკომფორტს II ფაზაში ქმნის. თუმცა I და III ფაზების კომბინაციაც მეტად არაპრაქტიკულ აზროვნებას განაპირობებს. ინდივიდს ძალიან უჭირს საკუთარი აზრების მნიშვნელობის გაგება, თუმცა აუცილებლად მიაჩნია მოძრაობის გაგრძელება. ამრიგად, ის ყოველთვის მოუხელთებელი ცისარტყელის ძიებაშია, რომელიც, როგორც მას სჯერა, მართლა არსებობს. ამიტომ, საკუთარი იდეების რეალიზაციის ნაცვლად, ოცნებებს უფრო დიდი გატაცებით დასდევს.

მიუხედვად იმისა, რომ მარტოხელა ტიპის ადამიანია, ის მაინც საჭიროებს  საზოგადოებას, ვინც მის იდეებს ფერებს შემატებს. თუმცა მენტალურად ყოველთვის დისტანციაზე რჩება. შესამჩნევად ცივი და მიუკერძოებელია. თავს არიდებს დაახლოებას პირად ურთიერთობებში. მას არ მოსწონს ირიბი ტიპის აზროვნება სხვა ადამიანებში. მისთვის თავისუფალი გონების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი (გონების) გამოყენების საბოლოო შედეგები. მისთვის აუცილებელია სივრცე, რომ იფიქროს, თუმცა ხალხმრავლობა არ უყვარს.

ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალურად არაგულისხმიერია, რადგან არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს ინტიმურ სიტუაციებში. შეიძლება ქორწინებას, შვილებს და ტრადიციებს მხოლოდ სიტყვებზე აღიარებდეს. მისი ძირითადი ძალა იდეების გავრცელებაა. მას გაცილებით უადვილდება საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება, ვიდრე პირად სირთულეებთან გამკლავება.

საზოგადოებრივი რეფორმების დაგვიანებით აღშფოთებული, შეიძლება პერსონალურ რეფორმას თავს არიდებდეს. ამიტომ, მისი პრიორიტებები, საზოგადოებასთან, ოჯახსა და საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში, დამახინჯებულია.

მასთან კონტაქტის დამყარება რთულია, რადგან  შეიძლება ყველაფრის წინააღმდეგ აჯანყდეს, რაც ოდნავ მაინც ზღუდავს. თუმცა ის უნივერსალური მაძიებელია. მისი მენტალური ენერგიის უმეტესი ნაწილი კაცობრიობის პროგრესის გაგებას ეთმობა. ის დაინტრიგებულია ევოლუციის პროცესით. კაცობრიობასაც თეორიად უფრო აღიქვამს, ვიდრე როგორც ფაქტს. მას არ უყვარს ცხოვრების ცენტრალურ არსთან შეჯახება და გაცილებით ბედნიერია, როგორც შორიდან დამკვირვებელი. ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მთელ ჰოროსკოპში: ინდივიდი სერიოზულ სირთულეებს წააწყდება, როდესაც  შეეცდება თავისი ცხოვრება, დაბალანსებული მეთოდებით, გონივრულ მიმართულებებს დაუმიზნოს.

კარმულად, ის დაკავებულია ცნობიერების დონეების შესწავლით, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ დონეს უკავშირებდეს. წარსულის იდეებს ის აწმყოს რეალობასა და მომავალ ოცნებებთან შეფარდებაში განიხილავს, რომ ერთხელაც მიხვდეს, რას ეძებს. თუ მან არ იცის კითხვები, პასუხებსაც ვერ გაიგებს. მიუხედავად ამისა, ის უმაღლესი წესრიგის მაძიებელია. კარგი იქნება, თუ ამისთვის ტაოიზმს ან ძენს მიმართავს, სადაც მისი ზოგიერთი არაშაბლონური იდეა ნამდვილად იპოვის ჭეშმარიტების თავშესაფარს უნივერსალურ დონეზე.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top