რეტროგრადული მერკური  XII სახლში

რეტროგრადული მერკური XII სახლში

აქ ინდივიდი დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს. მშთანთქმელ ინტროსპექციულ ვიბრაციაში ის თავისი ფიქრების უმეტესობას შიგნით მიმართავს, რომ გაიგოს საკუთარი არსებობის შინაგანი ბუნება. ამ მდებარეობაში ყოველი ცნობიერი აზრი კარმულია. ყველაფერი, რასაც ინდივიდი აღიქვამს, მისი წარსული იდეების გაგრძელებაა, სამყაროში ნივთების, ადამიანებისა და გარემოებების ურთიერთკავშირის შესახებ. ის მთლიანად ჩაძირულია საკუთარ თავში და პერსონალურ დონეზე ინტროვერტულია. ის მუდმივად ატრიალებს გონებაში  დღის თუ კვირის განმავლობაში თავს გადამხდარ საუბრებს. ამრიგად, ის წმინდა სახით განიცდის  აღქმას, მის ყველაზე დაუმუშავებელ ფორმაში. ადამიანთა უმეტესობა საკმაოდ რთულად უმკლავდება ამას.

ინდივიდის  ხშირი დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში უსაზღვროა და არათუ მიმდინარე ცხოვრების, მიმდინარე საცხოვრებელი პლანეტის ფარგლებსაც სცდება. ის ყოველთვის მისტიკაზეა ორიენტირებული, რადგან სამყაროს აღქმას საკუთარი თავის მეშვეობით ცდილობს.  მას ამ ცხოვრებაში ნებისმიერი რამის განცდა შეუძლია, რაზე ფიქრის საშუალებასაც მისცემს საკუთარ თავს. ასე რომ, ის ნამდვილად ისეთი გახდება, როგორიც თავი წარმოუდგენია.

გარშემომყოფებს თითქმის ყოველთვის არასწორდ ესმით მისი, რადგან მისი იდეის ნეპტუნიური (სახლის მმართველი) ხასიათი ისედაც საკმაოდ მოუქნელია, განსაკუთრებით მშთანთქმელი III ფაზის პროცესში.

ის სათანადოდ არ აფასებს საკუთარ თავს, რადგან მიდრეკილია გაექცეს რეალობას, ვიდრე თავისუფლად გამოხატოს თავი. ამ მდებარეობის არაერთ ადამიანს შესანიშნავი მუსიკალური მონაცმები აქვს. ვინაიდან ასეთი მდებარეობის თვითგამოხატვისთვის სიტყვები საკმარისი არ არის და სწორედ ამას მიჰყავს საკუთარი აზრების ექსპრესიის სხვა, უფრო შემოქმედებით, სფეროებამდე.

ნეგატიური თვალსაზრისით, ამ მდებარეობის ინდივიდები შეიძლება განიცდიდნენ მენტალური დეპრესიის ხანგრძლივ პერიოდებს, როდესაც ცდილობენ დაახარისხოს უამრავი აზრი, რომელსაც მეტაფიზიკური სამყაროსგან შთანთქავენ. კარმულ დონეზე, ამ ინდივიდმა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაუგოს, ყველაზე ღრმა დონეებზე. ამის გასაკეთებლად ის ხშირად წყდება გარესამყაროს, რადგან იქ მიმდინარე მოვლენები ხელს უშლის, დაინახოს საკუთარი შინაგანი არსებობის წყარო. ამრიგად, ის თავს არიდებს ცხოვრების შედარებით ნათელ მხარეებს. მისი აზრების უმეტესობა კონცენტრირებულია ღრმა საიდუმლობებზე, რომელსაც მისი  გონება ეჩეხება.

ის ჭეშმარიტი მეცნიერია წარსულიდან და  ნამდვილად შეუძლია გახდეს ბრწყინვალე მეტაფიზიკოსი, როდესაც თავის მენტალურ ენერგიას უნივერსალური ცოდნისკენ მიმართავს.

 

მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“


About Qet

Scroll To Top