რეტროგრადული ნეპტუნი ნათალურ  რუკაში

რეტროგრადული ნეპტუნი ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

ნეპტუნის სიმბოლოში სამშვინველის ნახევარწრე აღმართულია მატერიის  ჯვარზე. ჯვრის ჰორიზონტალური ხაზი  შედარებით დაბლაა დაწეული, რაც ჯვრის სიმბოლოს ინვერსიაზი მიუთითებს, თითქოს სამშვინველის ნახევაწრისგან დისტანცირდება. აქ  უფორმობა აღიმართება ფორმირებულიდან, როგორც ადამიანის სამშვინველის გულწრფელი სურვილი, აღზევდეს ნაკლებ მნიშვნელოვან მატერიაზე. როგორც წყალი შლის მიწის საზღვრებს, ნეპტუნის სიმბოლო განასახიერებს ფორმის გაზავებას, რომელსაც აღარ სჭირდება კრისტალიზება. აღსანიშნავია, რომ ამოტრიალებული ჯვარი მიუთითებს უმდაბლეს სამყაროებში ჩაშვებულ მატერიაზე. ეს მნიშვნელოვნად ხსნის ამ პლანეტის მისტიურ ხასიათს.

 

 რეტროგრადული ნეპტუნის შემთხვევაში, მატერიის ჯვარი თავზე ექცევა, სამშვინველის ნახევარწრე კი ქვემოთ, მიწიერი სიბრტყისკენ  ეშვება. ამრიგად, ინდივიდს  უკეთესად ესმის საკუთარი შინაგანი ხმის ძახილი. რეტროგრადული ნეპტუნის გავლენით, მას  ძალიან ძლიერი შინაგანი მოთხოვნა უჩნდება, ყველა მატერიალური საკითხი თუ ნივთი მათი სულიერების მხრიდან აღიქვას. ამ მხრივ, რეტროგრადულ ნეპტუნს მართლა შეუძლია მისცეს ინდივიდს  ევოლუციის ძალზედ განვითარებული სტადიის გამოხატვის შესაძლებლობა, რადგან ის უბიძგებს მას, იცხოვროს ამ სამყაროში და იმავდროულად, მის მიღმა!

 

 

ინდივიდუალიზმი

ამ ინდივიდის გაგება არც ისე მარტივია, რადგან მისი მოტივები არ გამოირჩევა საღი აზრით. ასე რომ, ნუ ეცდებით მათ  ქცევებს ლოგიკური ახსნა-განმარტება უპოვოთ. ამის ნაცვლად, ის განწყობილია უმაღლეს  მუსიკალურ ვიბრაციაზე, რომელიც მხოლოდ მას ესმის. მისი აღქმა არ გამომდინარეობს მატერიალური სიბრტყიდან, ის (აღქმა) პირდაპირ კავშირშია მის სამშვინველთან.  ამრიგად, ეს ინდივიდი  ძალზედ სულიერი არსებაა, მაგრამ  მას ძალიან მცირედ აღელვებს ორთოდოქსული (თუ სხვა) რელიგიის ფორმალური მხარეები. მას შეიძლება უზომოდ უყვარდეს მუსიკა, მაგრამ თქვენ  გაგიჭირდებათ, მიაკუთვნოთ ერთი რომელიმე კონკრეტული ჟანრის მსმენელს. ის პრაქტიკულად ყველაფერს აღიქვამს, მაგრამ მისი გრძნობები  გაცილებით უფრო მყარად არის გადაჯაჭვული კოსმიური სამყაროს აღქმაზე, ვიდრე ფიზიკურ რეალობაზე. შესაბამისად, მან გაცილებით მეტი იცის, ვიდრე სიტყვებით გამოხატვა შეუძლია და აქ ის კიდევ ერთხელ აცნობიერებს მეტყველების შემზუღდველ თვისებას, რაც მისთვის კიდევ ერთი ფორმირებული ლიმიტია, რომელსაც მისი  უნივერსალურ გაგებაში გამოკეტვა შეუძლია. მას კარგად შეუძლია გაიგოს ხილვადობა და ილუზია, რომელშიც სხვები ცხოვრობენ. ამიტომ, მან უნდა აირჩიოს საუკეთესო ვარიანტი: ერთის მხრივ, არ დაანგრიოს სხვების „ქვიშის კოშკები“ და მეორეს მხრივ, შეინარჩუნეს ყველა ის ჭეშმარიტება, რომელიც იცის.

 

 

კარმა

რეტროგრადული ნეპტუნის კარმა დაკავშირებულია დახარისხების სწავლასთან: რა წარმოდგენს რეალობას, მისი იდეალების თვალთახედვით, და რა აძლევს მისი ოცნებების განხორციელების ხილვადობას. მან კარგად იცის, რა უნდა, მაგრამ ძალიან უჭირს, იპოვოს ეს გარესამყაროში. ვინაიდან ინდივიდი  თითქმის ყოველთვის ოცნებებში ცხოვრობს, ის ხშირად „იქოქება“ და  წარმოსახვის ჩრდილში გარბის, სადაც ირეალურ ფანტაზიებს დასდევს.  მიუხედავად ამისა, მან აუცილებლად  უნდა იპოვოს თავისი იდეალები „უფორმო სამყაროში“, რომელიც მასზე ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენს.

ეს ინდივიდი  არც ისე იშვიათად ცდება, როდესაც წარსულის ოცნებების პროექციას ახდენს დღევანდელ სიტუაციაზე. ეს არ აძლევს აწმყოს რეალურად აღქმის საშუალებას. საბედნიეროდ, ის უკიდურესად ინტუიციურია და სხვადასხვა რეტროგრადული ფაზის მეშვეობით, ხშირად იმაზე დიდი ხნით ადრე „იგებს“ მოვლენების განვითარებას, სანამ ამ მოვლენებში ჩართული აღმოჩნდება. თუმცა სანამ ნეპტუნის ენერგიულ დინებასთან გამკლავებას არ ისწავლის, რომელსაც თავის თავში გრძნობს, მისთვის არც ისე მარტივია ენდოს შინაგანი ხმის ძახილს.

ამ ინდივიდმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, საკუთარი გრძნობების საკუთარ ოცნებებსა და იდეალებთან შეხამება, რომელიც ამ ცხოვრებაში შემოაქვს. იმისათვის რომ აწმყო წარსულს მიუსადაგოს, აღქმის დამახინჯების მცდელობის ნაცვლად, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აწმყოს რა ნაწილები წარმოადგენენ  წარსულის კარმულად დაუსრულებელ ნაწილებს.

 

 

მარტინ შულმანიკარმული ასტროლოგია

II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“


About Qet

Scroll To Top