მარტინ შულმანი
ეს ადამიანი მუდმივად ილუზორულ მდგომარეობაში იმყოფება. დროის უმეტეს ნაწილს I ფაზაში ატარებს და თავს სხვადასხვა ინდივიდად წარმოიდგენს, რადგან გულმოდგინედ ცდილობს მარტოობის გრძნობა განდევნოს. მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს. თვითკუთვნილების კონკრეტული გრძნობის დამყარების მცდელობაში, ის აგრძელებს უფორმო ბუნების გამოსხივებას. ქამელეონის მსგავსად, მუდმივად ცვალებადობის პროცესშია, რადგან ყოველთვის ცდილობს იმ გარემოცვას მიესადაგოს, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფება.
ამ მდებარეობის ბევრი ადამიანი მიდრეკილია თვითშეცოდებისკენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მათ აკლიათ ის, რისი პოვნაც სხვა ადამიანში შეუძლიათ. ეს გრძნობა შეიძლება გადაილახოს, როგორც კი ადამიანი თავის უფორმო ნაწილს საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებად მიიღებს. სწორედ ეს მისცემს გარემოცვაში გათქვეფის თავისუფლებას, რომ მისი ჭეშმარიტი იდენტობა უფრო კოსმიური იყოს, ვიდრე პერსონალური.
წინა ცხოვრების რაღაც მომენტში ადამიანმა საკუთარი თავისა და საკუთარ თავზე წარმოდგენის განცალკევება დაიწყო. იცოდა მან ეს თუ არა, ზუსტად ეს გახდა მისი სულიერი მოგზაურობის საწყისი წერტილი. ამ ცხოვრებაში ის აგრძელებს საკუთარი ძველი ინდივიდუალობის ნაწილების მსხვერპლად გაწირვას, სანამ თავის უმაღლეს კოსმიურ ნატურას არ შეუერთდება. მისთვის მხოლოდ მაშინ გაცხადდება, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ხილვადობაა, მათ შორის მისი წარმოდგენაც საკუთარ თავზე.
სერგეი ვრონსკი
წარსულ ცხოვრებაში ის მხდალი, ფლიდი, გაუბედავი, ზარმაცი და უპრინციპო ადამიანი იყო. თავის ილუზიების სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არავის უშვებდა. შესაძლოა ყოფილიყო იდეალისტი, რომელიც სრულყოფილ საზოგადოებაზე ოცნებობდა; ან კეთილი იდეის სახელით, სხვების თავებზე/გვამებზე მოსიარულე ფანატიკოსი. ამორალურად ცხოვრობდა, ბევრს ტყუოდა და არც თაღლითობას ერიდებოდა. ამიტომ, მიმდინარე ცხოვრებაში კარმა მისგან კეთილსინდისიერებას, ერთგულებასა და წესიერებას, რაინდობისა და ჯენტლმენობის გამოვლენას მოითხოვს, არამხოლოდ ქალბატონებსა და მეგობრებთან, არამედ საკუთარ მტრებთან მიმართებაშიც კი.