მარტინ შულმანი
აქ ინდივიდი ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის თავის ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მას მთელი ცხოვრება უჭირს საკუთარი თავის გაიგივება ოჯახური სტრუქტურის როლებთან, რადგან მისი საყრდენი წერტილი კოსმიურ რეალობას ეფუძნება. როდესაც ის მესაკუთრულ დამოკიდებულებას ავლენს წარსულის მიმართ, ის (წარსული), როგორც ჩანს, ხელიდან უსხლტება. ამრიგად, მისი ცხოვრების ღუზა მეტად ბუნდოვანი ხასიათისაა. ამიტომ, ის იძულებულია იპოვოს უფრო უნივერსალური რეალობა, რომელიც აგებული იქნება უხილავ (და არა მყარ, ხელშესახებ) საძირკველზე.
თუმცა სანამ ინდივიდი ამას მიხვდება, დროის უმეტეს ნაწილს III ფაზაში ატარებს. სადაც გულამოსკვნილი დასტირის ფეხქვეშ მყარი ნიადაგის გამოცლის გამო განცდილ სევდას. ძალიან ხშირად მას სურს წარსულს დაუბრუნდეს, რომ ააგოს ის, რაც არასდროს ყოფილა. მაგრამ მისი კარმული გაკვეთილი სწორედ იმის შეგნებაა, რომ მისი სული რეალურად არ საჭიროებს მყარ დასაყრდენს, რომელსაც სხვა ადამიანებში ხედავს.
როდესაც ინდივიდი ამას გააცნობიერებს, ის დაკარგავს თავის „პატარა მეს“ (ან, როგორც ამბობენ, საკუთარი არსების ბავშვურ ნაწილს), რომ გაანთავისუფლოს სივრცე უფრო კოსმიურად განწყობილი ზრდასრულისთვის. ეს რთული პოზიციაა ქორწინებისთვის, რადგან ყოველ წელთან ერთად სულ უფრო იზრდება მოთხოვნა, იყოს რაც შეიძლება ნაკლებ დამოკიდებული. როდესაც ემოციური საიმედოობის სურვილი მცირდება, ინდივიდს, თუ საკუთრი შემოქმედებითი წარმოსახვის მართვას ისწავლის, შეუძლია მნიშვნელოვან სულიერ სიმაღლეებზე აიჭრას.
სერგეი ვრონსკი
წარსულ ცხოვრებაში ეს ინდივიდი უპატიოსნო დამოკიდებულებას ავლენდა თავისი მშობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ეს „უძღები შვილის“ მდებარეობაა. ღალატმა და მუხანათობამ გაუნადგურა მშობლიური სახლი და ოჯახური კერა. შესაძლოა ოჯახურმა არეულობამ საკუთარი ოჯახიც დაუნგრია ან იძულებით მოუწია სახლთან, მშობლებთან, სამშობლოსთან გამოთხოვება. ამჯერად კარმა მისგან მშობლებთან და საკუთარ ოჯახთან ურთიერთობების გადახედვას, პატიოსან და გულწრფელი დამოკიდებულებას, მათდამი უანგარო სიყვარულსა და დახმარებას მოითხოვს, სულიერ და მორალურ განვითარებაში.