მარტინ შულმანი
რეტროგრადული ნეპტუნი აქ განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, სადაც მისი ინტუიციური უნარები უმაღლესი ცნობიერების მეშვეობით უმჯობესდება. პოზიტიურ ასპექტებში, შთაგონების სიღრმე უზარმაზარია. ინდივიდს მარტივად ესმის ცხოვრების უმაღლესი არსი და მისი ჭეშმარიტი აზრი. ის ხშირად განიცდის მარტოობის უსიამოვნო გრძნობას პერსონალურ ურთიერთობებში, მაგრამ ეს მიწიერი მარტოობა ღვთაებრივი ბუნების შეცნობას ემსახურება.
ის ძალზედ მგრძნობიარეა თავისი გარემოცვის მიმართ და დროდადრო აბუქებს საკუთარ სენსორულ შთაბეჭდილებებს. მის განწყობაზე ძლიერ მოქმედებს კლიმატური გავლენა და ურთიერთქმედება იმ ყველაფერთან, სად და რა ვითარებაში იმყოფება მოცემულ მომენტში. ვინაიდან ძალზედ თანამგრძნობია, მას უნარი აქვს მიზნობრივად კონკრეტული მიმართულება მისცეს თავის განცდებს, თუ გრძნობს, რომ რაიმე უმაღლეს მოწოდებას ემსახურება.
ამ მდებარეობის ვიზიონერული თვისებები განსაკუთრებით შთამბეჭდავია I ფაზაში. კარმულად, ამ ინდივიდმა საკუთარი თავი უნდა შეიცნოს ყველაზე ფაქიზ დონეებზე. საზოგადოებისგან დროებით განკერძოება დაეხმარება უფრო ცხადად დაინახოს თავისი უმაღლესი არსება. მიმდინარე ცხოვრებაში ის აგრძელებს ჭეშმარიტების ძიებას ბუნების წესრიგისა და კოსმიური კანონის მიხედვით.
სერგეი ვრონსკი
წარსულ ცხოვრებაში ეს ადამიანი სავარაუდოდ მეზღვაური, მოგზაური, ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსი ან მაღალი ჩინის ღვთისმსახური იყო, რომელიც ყოველთვის არ მისდევდა თავისსავე ნაქადაგებ „ათ მცნებას“. დაბალი სულიერი განვითარების გამო, მან დაარღვია თავისი დროის მორალური კოდექსი, წესები და კანონები. ერთის მხრივ, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მისიონერი ფანატიკოსი; მეორეს მხრივ _ ერეტიკოსი ან სექტანტი ან სულაც „თავისუფალი ჩიტი“, რომელიც არავის და არაფერს აღიარებდა.
ის ილტვოდა სულიერი პირადი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. მთელი ცხოვრება ამისთვის იბრძოდა, თუმცა მაინც ვერ მიაღწია საბოლოო მიზანს, ამიტომ მიმდინარე ცხოვრებაშიც აგრძელებს ბრძოლას. ამჟამად კარმა მისგან მოითხოვს ცხოვრების სულიერ საწყისზე აგებას, გარემომცველი საზოგადოების მორალური პრინციპები მან ყველაზე მაღლა უნდა დააყენოს. აუცილებელია ემსახუროს თავის ახლობლებს, თავის ხალხს და სახელმწიფოს, არა ეგოისტური ან ანგარებიანი მიზნებით, არამედ მოწყალებით, პატიოსნებითა და წესიერებით.