რეტროგრადული ნეპტუნი V სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი V სახლში

მარტინ შულმანი

აქ ინდივიდი დიდ დროს ატარებს  I ფაზაში, სადაც  ცხოვრებას საკუთარ ოცნებებზე აგებს.  ძლიერი ინტუიციის წყალობით, მას შეუძლია  თავისი  შემოქმედების ნაყოფის დანახვა, სანამ საკუთარი თავს არ ატყუებს. ხანაც საკუთარ რეალობას ქმნის და  მის პროეცირებას ცდილობს ობიექტურ რეალობაზე. იმავდროულად, ის მშვენივრად გრძნობს ფაქიზი სამყაროს გავლენას და საოცრად ზუსტად რეაგირებს შემოქმედებით ინსტინქტზე. შეიძლება ფლობდეს მუსიკალურ ან ფერწერის ნიჭს, თუმცა მან გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს, რომ შთაგონება რეალობად აქციოს.

ის არ მიიღებს მისი გარემომცველი საზოგადოების შეზღუდვას, რადგან ძლიერი სურვილი აქვს ობიექტური რეალობა, ოცნებების მეშვეობით, თავის წარმოსახვით სამყაროს მიუსადაგოს. მისი რელიგიური პრინციპები, როგორც წესი, ძლიერ განსხვავდება არსებული ორთოდოქსალური დადგენელებისგან.

დამახასიათებელია ძლიერი მგრძნობიარობა, რაც ქვეცნობიერი შემოქმედებით იმპულსების ნეპტუნური თავისუფლების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

კარმულად, მან ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ ჯერ შექმნას, შემდეგ კი ააგოს შეხედულებათა ისეთი სისტემა, რომელიც წინა ცხოვრებებში საკმარისად ვერ განავითარა.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებაში ამ ინდივიდის კუმირები ისეთი ადამიანები იყვნენ, ვინც აღვირახსნილ ცხოვრებას მისდევდა. თავადაც არანაკლებ დროს უთმობდა გადამეტებულ გართობას, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, უწესრიგო სასიყვარულო კავშირებს. ინტიმურ ურთიერთობებს ცხოველური ინტსინქტების საფუძველზე აგებდა, შესაძლოა ბავშები ან მოზარდები გაერყვნა. ამჯერად კარმა მისგან სასიყვარულო პარტნიორების ფრთხილად შერჩევას და მათთან სულიერი ურთიერთობის განვითარებას მოითხოვს. შემთხვევით სექსუალურ პარტნიორებსაც კი პატივისცემით და გულისყურით უნდა მოეპყროს, გამორიცხოს ყოველგვარი ძალადობა ან იძულება. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უკანონოდ დაბადებულ შვილებზე, მისცეს მათ განათლება და კარგი აღზრდა, შეუქმნას  ნორმალური ცხოვრების პირობები.

 


About Qet

Scroll To Top