რეტროგრადული ნეპტუნი VI სახლში

რეტროგრადული ნეპტუნი VI სახლში

მარტინ შულმანი

ეს ჭეშმარიტი მოწყალების ანგელოზია. რეტროგრადული ნეპტუნის ბუნდოვანი თვისებები მიმართულია სხვა ადამიანებისკენ, მათი განკურნებისა და მსახურებისკენ, რაც თავგანწირვას ითხოვს. ბევრი ექიმი, მედიკოსი, მკურნალი, მოწყალების და თუ ძიძა დალოცვილია ამ მდებარეობით.

I ფაზაში ინდივიდი თავად ეძებს ისეთ შესაძლებლობებს და სიტუაციებს, სადაც ის საჭირო და გამოსადეგი იქნება. მისი ოცნებებისა და მისწრაფებების უმეტესობა ორიენტირებულია იმაზე, რაც შეიძლება შემოქმედებითად ემსახუროს საზოგადოებას, რომელმაც ამდენი რამ მისცა წინა ცხოვრებებში. ჭეშმარიტად, ეს ნეპტუნის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მდებარეობაა, რომელიც მფლოებელებს საშუალებას აძლევს, თავისი კოსმიური აღქმა მიწიერ სიბრტყეში შემოიტანონ და პრაქტიკულად სასარგებლოდ აქციონ სხვა ადამიანებისთვის. სანამ ინდივიდს შეუძლია იყოს მსახური, და არა მონა, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ დარწმუნებული ჰუმანისტის ცხოვრებით იცხოვროს. ის მსახურების კარმას განიცდის და რაც უფრო მეტად ემსახურება ადამიანებს, მით უფრო თავისუფლდება კარმის ბორბლისგან.

 

სერგეი ვრონსკი

წარსულ ცხოვრებაში ადამიანი შესაძლოა მსხვილი გემთმფლობელი, ფაბრიკის მეპატრონე ან ფინანსური მაგნატი ყოფილიყო, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ის უგულო ექსპლუატატორი იყო, რომელიც დაქირავებულ ქვეშევრდომებს  ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდა, თავისი ყველა ახირების შესრულებას აიძულებდა. მას მიაჩნდა, რომ ფულით ყველას და ყველფერს იყიდი და ამიტომ, სხვისი შრომით გადიოდა ფონს. ამჯერად კარმა მისგან ყურადღებიან და გულისხმიერ დამოკიდებულას მოითხოვს მსახურების, ქვეშევრდომების, მომსახურე პერსონალის, საკუთარი ჯანმრთელობისა და შრომის რეჟიმის მიმართ. ის უანგაროდ უნდა ემსახუროს გარესამყაროს, ხალხს, სახელმწიფოს. მადლობასაც კი არ უნდა ელოდოს მათი მხრიდან, ვისაც სამსახურს უწევს. ასევე დიდი ყურადღება გამოიჩინოს ფიზიკური სხეულის მიმართ, რომელიც  ჩვენი მთავარი მსახურია მატერიალურ სამყაროში.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top